ყვავის საყდარი და ნამოსახლარი

არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყვავის საყდარი.

ყვავის საყდარი და ნამოსახლარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში, კლდეში ნაკვეთი ქალაქის აღმოსავლეთით, 6 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლაშეთხევის (მლაშე ხევის) სათავესთან, მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,6×5,7 მეტრი). ნაგებია მწვანე და მოყვითალო დიდი თლილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5–4 მეტრს არ აღემატება. საყდრის ირგვლივ მიწით დაფარული კედლების ნანგრევებიცაა. საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ორი სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით. ნაგებობის მახლობლად მისივე სახელწოდების ძვ. ნამოსახლარია, რომელიც თარიღდება XI-XIII საუკუნეებით. შეისწავლა უფლისციხის 1957–1963 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (უფროსები: თ. ქარუმიძე, დ. ხახუტაიშვილი).

ლიტერატურა

რედაქტირება