ყვავისხმალა (ლათ. Hypecoum pendulum) — ორწლიანი ბალახოვანი მცენარე. ღერო სწორია ან წამოწეული, სიმაღლით — 10-30 სმ, დატოტვილი. ფოთლები სამ ნაწილად ფრთისებურად განკვეთილია ძაფისებურ-ხაზურ წვეტიან ნაკვთებად. ფესვთანური ფოთლები როზეტულია. ღეროსეული ფოთლები ძალიან პატარაა და თათის მსგავსად დაყოფილი. ყვავილები გრძელ ტოტებზეა მოთავსებული. გვირგვინი ყვითელია. გვერდითი ნაკვთები შავი წერტილებით არის დაფარული. მცენარე გავრცელებულია ნათესებსა და კლდოვან ადგილებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

ყვავისხმალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ყაყაჩოსებრნი
გვარი:  ყვავისხმალა
ლათინური სახელი
Hypecoum pendulum L.

ლიტერატურა

რედაქტირება