ყვავილების ომი

(გადამისამართდა გვერდიდან ყვავილების ომები)

ყვავილების ომები — რიტუალური ომები, რომლებიც მესოამერიკის ქალაქ-სახელმწიფოებში ტარდებოდა (აცტეკებისა და მაიას ქალაქ-სახელმწიფოებში), მათ შორის საკუთარ ვასალებთანაც, ტყვეების ასაყვანად, რომლებსაც ნექსტლაუალის რიტუალებში ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლად. ინდიელების რელიგიური შეხედულებების მიხედვით, ადამიანის სისხლის და ადამიანის გული საჭიროა იმისთვის, რომ მზემ გააგრძელოს თავისი გზა, მთვარე არ დაეცეს დედამიწას და ა.შ.

რიტუალური ყვავილების ომი, მალიაბეკიანოს კოდექსი

ასეთი შეტაკებები ეწყობოდა მშვიდობიანობის დროს წინასწარი შეთანხმებით მეზობელ ტომებს შორის.

აცტეკების ყვავილების ომები

რედაქტირება

ყვავილების ომები ტარდებოდა აცტეკების სამთა კავშირის ქალაქებს შორის (ტენოჩტიტლანი, ტლაკოპანი და ტესკოკო) პუებლოს ველის ქალაქების წინააღმდეგ (ტლასკალა, ჰუეკსოცინკო და ჩოლულა (ჩოლანი)). წყაროები იტყობინება, რომ ბრძოლები ყოველ 20 დღეში მეორდებოდა. ქალაქები ჯგუფ-ჯგუფად იბრძოდნენ, რიგ-რიგობით. ბრძოლები ერთსა და იმავე ადგილას ტარდებოდა. მოწინააღმდეგეები არ ცდილობდნენ ტერიტორიის დაპყრობას, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი ბრძოლა წყდებოდა და მოწინააღმდეგეებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის დახმარება გაეწიათ.

ყვავილების ომების დაწყების ვერსიები

რედაქტირება

მეჰიკების ლეგენდარული ვერსიის თანახმად, ბრძოლების ინიციატორი იყო მონტესუმა I-ის ძმა ტლაკაელელი. ტლაკაელელი წინააღმდეგი იყო ძმის გადაწყვეტილებისა, რომელსაც სურდა ტყვეების უიცილოპოჩტლისთვის მსხვერპლად შეწირვა დაუმთავრებელ ტაძარში. „ღმერთი რომ არ დაზარალებულიყო“ მას ბაზარი გაუხსნეს. „ბაზარი“ გახდა ქალაქები ტლასკალა, ჰუეკსოცინკო, ჩოლულა, ატლისკო, ტეკოაკი და ტლილიუკვიტეპეკი[1].

ტესკოკოს ლეგენდარული ვერსიის თანახმად, ინიციატორი იყო ნესაუალკოიოტლი. მას შემდეგ, რაც შიმშილობის დროს ქურუმებმა მოითხოვეს მსხვერპლთშეწირვების რაოდენობის გაზრდა, მან გადაწყვიტა, რომ ეს მოხდება ტყვეების ხარჯზე. მათ მოსაპოვებლად დაინიშნა რეგულარული ბრძოლები[2].

ომის წარმოების მოტივების მიზეზების თეორიები

რედაქტირება
  1. რელიგიური — უზრუნველეყოთ მსხვერპლთა რეგულარული ნაკადი კარგ ფიზიკურ ფორმაში
  2. მებრძოლების ვარჯიში
  3. რიტუალური კანიბალიზმი, პროტეინების ნაკლებობით გამოწვეული[3]

მიშელ გროლიში დამარწმუნებლად მხოლოდ პირველს თვლიდა. ასევე ის წერს მუნიოს კამარგოს ვერსიაზე, რომელიც თვლიდა, რომ სამთა კავშირი ატარებდა ყვავილების ომებს, რათა მოწინააღმდეგეების იზოლირება მოეხდინათ პუებლოს ველზე (რომელიც მჭიდროდ იყო დასახლებული, ადვილად დასაპყრობი რომ ყოფილიყო) და მხოლოდ დასუსტების შემდეგ დაეპყროთ.

ყვავილების ომების ქრონოლოგია

რედაქტირება
  • 1324 ომი ჩალკოსა და ტლაკოჩკალკოს შორის
  • 1376 ომი ტენოჩტიტლანსა და ჩალკოს შორის
  • 1386—1455 ომი ტენოჩტიტლანსა და ჩლაკოს შორის[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мишель Гролиш Монтесума / Перевод с французского Кукиева Н. М.. — Ростов-на-Дону: Феникс, 1998. — С. 51 — 63. — 480 с. — (След в Истории). — 5000 экз. — ISBN 5-222-00446-5
  1. Мишель Гролиш Монтесума / Перевод с французского Кукиева Н. М.. — Ростов-на-Дону: Феникс, 1998. — С. 52 — 53. — 480 с. — (След в Истории). — 5000 экз. — ISBN 5-222-00446-5
  2. Мишель Гролиш Монтесума / Перевод с французского Кукиева Н. М.. — Ростов-на-Дону: Феникс, 1998. — С. 53 — 54. — 480 с. — (След в Истории). — 5000 экз. — ISBN 5-222-00446-5
  3. Мишель Гролиш Монтесума /Перевод с французского Кукиева Н. М.. — Ростов-на-Дону: Феникс, 1998. — С. 56 — 57. — 480 с. — (След в Истории). — 5000 экз. — ISBN 5-222-00446-5
  4. Мишель Гролиш Монтесума / Перевод с французского Кукиева Н. М.. — Ростов-на-Дону: Феникс, 1998. — С. 54 — 56. — 480 с. — (След в Истории). — 5000 экз. — ISBN 5-222-00446-5