ყვიბისის ციხე

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ყვაბისის ციხე)

ყვიბისის ციხე — მდებარეობდა სოფელ ყვიბისში, თუმცა ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუნდაც ნანგრევების სახით. აქედან გამომდინარე, დღეს ჭირს ზუსტად განისაზღვროს თუ სად მდებარეობდა ძველად ყვიბისის ციხე. მიუხედავად ამისა, მისი ადგილმდებარეობის შესახებ რამდენიმე ვარაუდია გამოთქმული, თუ სად შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული ციხე. თვითონ სოფელ ყვიბისის შესახებ ცნობები XV–XVI საუკუნეებიდან მოგვეპოვება. 1443 წლის 30 ნოემბერს ვარამ დიასამიძე შეწირულების წიგნს აძლევს მცხეთის სვეტიცხოველს და მის საჭეთმპყრობელს ქართლის კათალიკოსს შიოს (1440–1446 წწ.). ამ შეწირულების წიგნში ვკითხულობთ: ,,ქ. ესე წიგნი.

ვიკიციტატა
„. . გკადრე. . (მცხეთის) და. . . ქ კზს შიოს. . . ჩუენ დიასამიძემან ვარამ და ჩემთა შვილთა ავთანდილ და დიასამ. . .

მას ჟამსა, ოდეს ეშმაკისა ცთუნებითა. . . ასეთი რამე სასჯულო საქმე წამეკიდა, რომე თქუენ გამიწყერით. . . და საპატიჟოდ ყუიბის (ყვიბისს) ერთი გლეხი მოგახსენე მისითა

მამულითა. . . ქ კსა: რლა: ნოემბერსა :ლ: . . .“

1595 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, ყვიბისი დაცარიელებულია და სოფელს შეწერილი აქვს 10000 ახჩა. კონკრეტულად ყვაბისის ციხის შესახებ პირველ ცნობას ვხვდებით XVIII საუკუნის ქართველ მემატიანე პაპუნა ორბელიანთან. ისტორიკოსი მოგვითხრობს 1757 წელს ლეკთა გაუთავებელი თარეშისაგან იძულებული იქაური ფეოდალების გადასახლების ამბავს კახეთსა და ზემო ქართლში, იქვე დასძენს: მოვიდა ათასი ლეკი ქვეითი ავალიშვილების მამულში, ხეობაში, აიღეს ყვიბისის ციხე, მერე მოადგნენ ჭობისხევს, ციხესა, მიეშველა მეფე თეიმურაზ ქართლის ჯარით, დადგა თითონ ქვიშხეთს, უთავა ამილახორი, მიუსივა ჯარი, მიაშველა ციხეს, გაეცალნენ ლეკნი უომრად, მეფე ჩაბძანდა ისევ ქალაქსა თბილისისა, წავიდნენ ეს ლეკნი, წაახდინეს ჯავახეთის ქვეყანა. როგორც აღნიშნული წყაროდან ვიგებთ, ლეკთა მარბიელ ათასკაციანი რაზმი შემოსულა ავალიშვილთა სამფლობელოში ანუ ბორჯომის ხეობაში, აუღიათ ყვიბისის ციხე, რომლის შემდგომაც მიდგომიან ჭობისხევის ციხეს. ამ დროსქართლის მეფე თეიმურაზ II-მ გაგზავნა ლაშქარი მარბიელი ლეკების წინააღმდეგ ამილახორის მეთაურობით.ამის შედეგად, ლეკები იძულებული გახდენენ გაცლოდნენ ციხეს და ჯავახეთში გადავიდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი)