ყეენის მთა
მთა საქართველოში, თბილისში
ყეენის მთა — მთა საქართველოში, თბილისში, გლდანის რაიონში. მდებარეობს თბილისის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 629 მეტრი. აგებულია ოლიგოცენ-ქვედამიოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. აქვს საკმაოდ ციცაბო კალთები, წაკვეთილი კონუსის ფორმა და სიმეტრიულია. დამახასიათებელია ჯაგეკლიან-სტეპური ლანდშაფტი.
ყეენის მთა | |
---|---|
კოორდინატები: 41°46′14″ ჩ. გ. 44°48′40″ ა. გ. / 41.77074972° ჩ. გ. 44.81132000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე | 629 მ |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 910, ISBN 99928-20-32-2.