ყაყაჩურა
ყაყაჩურა (ლათ. Glaucium corniculatum) — 10-40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წახნაგოვანია, ღარებიანი, ჩვეულებრივ, გაფარჩხულდატოტვილი. მთელი მცენარე ჯაგრითაა მოფენილი. ფოთლები ღრმად ფრთისებრურად არის დანაკვთული, არათანაბარ ბასრხერხკბილა სეგმენტებად. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია, ღეროსეული ფოთლები მჯდომარე. გვირგვინის ფურცლები 1,5-3 სმ სიგრძისაა, შეფერილობით ღვინისფერ-წითელია, ძირში მოშავო-იისფერი ლაქით. დაბლობების, მშრალი ფერდობებისა და ნათესების მცენარეა. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
ყაყაჩურა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Glaucium corniculatum (L.) Curtis | ||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 588.