ყაფლანისხევის სამლოცველო

ყაფლანისხევის სამლოცველო — ორფენიანი წარმართული ტაძარი უფლისციხის დასავლეთით, ამავე სახელწოდების ხევის მარჯვენა მხარეს, ავსარეკლების ბორცვზე. გათხარეს 1957-1962 წწ. (დავით ხახუტაშვილი). ძირითადად შემორჩენილი იყო გვიანდელი ბრინჯაოს ადრინდელი საფეხურის სამლოცველოს ნანგრევები, რომელსაც II ათასწლეულის დასასრულამდე უარსებია. ტაძარი სამიწათმოქმედო თემებს ეკუთვნოდა და ნაყოფიერების ღვთაებისა და მისდამი დაქვემდებარებული კულტებისათვის აუგიათ. კომპლექსი შეიცავს 4 ძირითად სათავსს, ბეღელსა და ბოსელს. დიდი მნიშვნელობა აქვს გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ქართული წარმართული პანთეონისა და ქართველური ტომების სამეურნეო ყოფის შესასწავლად.

ლიტერატურა

რედაქტირება