ყარაგიე
ყარაგიე, ბათირი — მშრალი ქვაბული ყაზახეთში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, მანგიშლაყის ნახევარკუნძულზე, ქალაქ აქთაუდან დაახლოებით 50 კმ-ში. მდებარეობს ოკეანის დონეზე 132 მ-ით დაბლა. აქვს არასწორო ოვალის მოხაზულობა. გადაჭიმულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 85 კმ, სიგანე 25 კმ. ყარაგიეს ფარგლებშია ბათირის ტბა, რომლის წყლის დონე და ფართობი მეტად ცვალებადია. ქვაბულის ძირი დაფარულია მლაშობებით.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ყარაგიე — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)