ყანის მატკვარცანა
ყანის მატკვარცანა (ლათ. Lathyrus aphaca) — 15-60 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, ნაცრისფერ-მწვანე ფერის. ღერო მარტოულია ან რამდენიმე, ოთხწახნაგოვანი, სწორად მდგომი ან აღმავალი. ფოთლის ნაცვლად განვითარებული აქვს ორი თანაფოთოლი და ულვაში. თანაფოთლები კვერცხისებური ან სამკუთხაკვერცხისებური ფორმისაა. საყვავილე ღერძზე თავდახრილი ყვავილებია განწყობილი. გვირგვინი ყვითელია. იზრდება რუდერალურ ადგილებში, ნათესებში, მდინარეთა ნაპირებზე, ბუჩქნარებში მთის ქვედა სარტყლიდან 1800 მ-მდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანსა და შუა აზიას.
ყანის მატკვარცანა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lathyrus aphaca L. | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19379015 | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 444.