ყალის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაკრძალი

ყალის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაკრძალი (აზერ. Qala Arxeoloji-Etnoqrafik Muzey Kompleksi) — ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაკრძალი აზერბაიჯანის აღმოსავლეთში, აფშერონის ნახევარკუნძულის ცენტრში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბორცვზე.

ყალის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაკრძალი

სოფელ ყალის ძველი ნაწილი 1988 წელს გამოცხადებული იქნა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალად და მოიცავდა 216 ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, არქეოლოგიურ არქიტექტურულ ძეგლს. სოფელში განლაგებულია ხუთი მეჩეთი, გალავანის ნანგრევები, სამი აბანო, 170-ზე მეტი სახლი, ასევე მავზოლეუმები, სამარხები და ა.შ. სოფელი ყალის ეს უბრალოდ ძეგლთა კოლექცია არ არის, რომელიც თვალნათლად გვაჩვენებს შუა საუკუნეების არქიტექტურას, არამედ იგი არის კომპლექსი, რომელიც შუა საუკუნეების აფშერონის ნახევარკუნძულისთვის დამახასიათებელი ქალაქის იმიტაციას ახდენს.[1][2]

სქოლიორედაქტირება