ყაზახ-თოუზის ეკონომიკური რეგიონი

ყაზახ-თოუზის ეკონომიკური რეგიონი (აზერ. Qazax-Tovuz iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის 14 ეკონომიკური რეგიონიდან ერთ-ერთი. მოიცავს აღსტაფას, გედაბაის, ყაზახის, შამქორისა და თოუზის ადმინისტრაციულ რეგიონებს.

ყაზახ-თოუზის ეკონომიკური რეგიონი

1991 წლიდან 2021 წლამდე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ოლქების ტერიტორია, ქალაქ განჯასა და ნაფთალანთან ერთად, აგრეთვე დაშქესანის, გორანბოის, გოიგოლის, სამუხის ადმინისტრაციულ რეგიონებთან ერთად, განჯა-ყაზახის ეკონომიკური რეგიონის ნაწილი იყო (ახლანდელი განჯა- დაშქესანის ეკონომიკური რეგიონი).

ყაზახ-თოუზის ეკონომიკური რეგიონი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2021 წლის 7 ივლისის ბრძანებულებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკური რეგიონების ახალი დაყოფის შესახებ“[1].