ღოღეთის კვირაცხოვლის ეკლესია
ღოღეთის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,1 X 4,8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და ერთი სწორკუთხა სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი აღმოსავლეთით და დასავლეთითაა. ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი აქვს. ფასადები დასრულებულია მარტივი თაროსებრი ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 404.