ღმერთის ფერი
ღმერთის ფერი (სპარს. رنگ خدا) — რეჟისორ მაჯიდ მაჯიდის 1999 წლის ფილმი.
„ღმერთის ფერი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | მაჯიდ მაჯიდი |
სცენარის ავტორი | მაჯიდ მაჯიდი |
როლებში |
მოჰსენ რამეზანი ჰუსეინ მაჯუბი |
მუსიკა | ალირეზა კოჰანდერი |
ოპერატორი | მოჰამედ დავუდი |
მონტაჟი | ჰასან ჰასანდუსტი |
სტუდია | Varahonar Company |
დისტრიბუტორი | Varahonar Company |
გამოსვლის თარიღი | 9 თებერვალი, 1999 |
ხანგრძლივობა | 90 წთ. |
ქვეყანა | ირანი |
ენა | სპარსული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მუჰამედი, ბრმა ბავშვი, თეირანის სპეციალური სკოლა-ინტერნატიდან სოფელში ბრუნდება. იქ მამა, დები და ბებია ცხოვრობენ. მუჰამედის მამა ქვრივია და ცოლის მოყვანა სურს. წარმატებული ქორწინებისთვის კი ბრმა შვილი ხელისშემშლელი ფაქტორია.