ღვინასაქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით ქ. თბილისის მიდამოებში, მშრალ ფერდობებსა და ბუჩქნარებში, მარტში ან აპრილში ხშირად შეხვდებით ერთ ბოლქვიან მცენარეს, რომელსაც ღვინას უწოდებენ. ასე ყვავილის შეფერილობის გამო ეძახიან. მისი ერთადერთი ყვავილი, რომელიც ღეროზე ზარივითაა დაკიდებული, ღვინისფერია, გარედან მცირეოდენი მტრედისფერიც დაჰკრავს. ყვავილი თუ მოვწყვიტეთ და გადავშალეთ, დავინახავთ, რომ გვირგვინის მსგავსი ყვავილსაფარი 6 ფოთლისგანაა შემდგარი. თითოეული მათგანი ძირთან (შიგნიდან) ჩაზნექილია. ეს ჩაზნექილი ადგილი სანექტრეა, რომელშიც ყვავილი ტკბილ წვენს ( ნექტარს) გამოყოფს.

Fritillaria meleagris

ღვინას ბოლქვი თეთრი ფერისაა, ორი სქელი ქერქლისგან შედგება. ბოლქვიდან ამოდის 10-30 სმ. სიმაღლის ღერო, რომელზედაც მორიგეობით განლაგებულია 2-5, მეტწილად კი 3 ან 4 ფოთოლი. ღვინას ქვედა ფოთოლი უფრო დიდი ზომისაა, მოყვანილობით ფართო - ლანცეტა ან ოვალური, ზედა ფოთლები უფრო ვიწროა.

მთლიანი მცენარე სანთლისებრი ნაფიფქითაა მოფენილი, ნაფიფქი ადვილად სცილდება. დაყვავილების შემდეგ ღვინას ყვავილის ადგილზე უნვითარდება სამბუდიანი, მობრტყო თესლებით გავსებული ნაყოფი. ღვინა შროშანისებრთა ოჯახს განეკუთვნება, იგი ადვილად მრგვალდება. მასობრივად აყვავებული ღვინა მეტად ლამაზი სანახავია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „საქართველოს მცენარეთა სამყარო“, თბ., 2009