ღვთის ძე (ქრისტიანობა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ღვთის ძე — ტერმინი ქრისტიანობაში, რომელიც უკავშირდება იესოს, როგორც მამა ღმერთის ღვთაებრივი ძის სტატუსს. სამების ქრისტიანობაში, ასევე უკავშირდება მის სტატუსს, როგორც ძე ღმერთს, წმინდა სამების მეორე პიროვნებას(ღვთაებას) ან სამების ჰიპოსტასს.

ტერმინი მომდინარეობს რამდენინე გამოყენების შედეგად ახალ აღთქმისა და ადრეულ ქრისტიანულ თეოლოგიიდან. ტერმინებს "ღვთის ძე"-ს და "უფლის ძე"-ს ვხვდებით ძველი აღთქმის რამდენიმე ნაწილში.

ძველი აღთქმის გამოყენება

რედაქტირება

დაბადება

რედაქტირება

დაბადების წარღვნის თხრობის შესავალში, დაბადება 6:2 ეხება "ღმერთის შვილებს" რომლებიც ქორწინდებიან კაცის ასულებზე და გამოიყენება პოლითეიზმურ კონტექსტში ანგელოზების მიმართ.

გამოსვლა

რედაქტირება

გამოსვლა 4:22-ში, ისრაელებს, როგორც ხალხს, ღმერთი უწოდებს "ჩემს პირმშო შვილს", მხოლობითი ფორმის გამოყენებით.

მეორე რჯული

რედაქტირება

მეორე რჯულის ზოგიერთ ვერსიაში, მკვდარი ზღვის გრაგნილები ეხება ღმერთის ძეებს და არა ისრაელის ძეებს, რაც ალბათ უკავშირდება ანგელოზებს.

ფსალმუნნი

რედაქტირება

ფსალმუნნი 89:26-28-ში, დავითი ღმერთს თავის მამას უწოდებს. ღმერთი საპასუხოდ ეუბნება დავითს, რომ იგი გახდის დავითს თავის პირმშოსა და უმაღლეს მეფეს დედამიწაზე.

ფსამუნნი 82:1-8-ში, ბიბლიურ მსაჯულებს უწოდებენ ღმერთებს და ღვთის შვილებს.

2 მეფეთა 7:13-16-ში, ღმერთი ჰპირდება დავითს თავის შთამომავლობასთან დაკავშირებით რომ "მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის.", ეს პირობა ეხება მარადიულ მეფობას.

ესაია 9:6-ში, მომავალ მეფეს ესალმებიან, ისე როგორც ფსალმუნების ნაწყვეტებშია. მსგავსად ფსალმუნნები 54:7-8-ისა იგი გადატანითი მნიშვნელობით შედარებულია უზენაეს მეფე ღმერთთან.

იერემია 31:9-ში, ღმერთი თავის თავს ისრაელის მამად მოიხსენიებს, ეფრემს კი მის პირველ შვილად. ეფრემი იერემიაში ერთობლივად ეხება ჩრდილოეთ სამეფოს.

აპოკრიფი

რედაქტირება

წიგნი სიბრძნისა მართალ ადამიანს უწოდებს ღვთის ძეს.

ეკლესიასტე

რედაქტირება

ეკლესიასტე 4:10-ში, ებრაულ ტექსტში, ღმერთი ისეთ ადამიანებს უწოდებს თავის ძეს, რომელიც სამართლიანად იქცევა. ბერძნულ ტექსტში კი ოდნავ განსხვავებულად წერია; აქ, მათ ეწოდება "ძე უზენაესისა".

თეოლოგიური განვითარება

რედაქტირება

საუკუნეების განმავლობაში, თეოლოგიური განვითარება ღმერთის ძის კონცეფციისა, ურთიერთქმედებდა ქრისტოლოგიურ ელემენტებთან, როგორიცაა წინასწარი არსებობა ქრისტესი, კაცის ძისა, ჰიპოსტატური გაერთიანებისა და ა.შ.