ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ღვთის ძე — ტერმინი, რომელიც ებრაულ ბიბლიაში ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობის მქონე ადამიანის ერთ-ერთ აღმნიშვნელად გამოიყენება. გამოსვლაში, ისრაელიანებს ღვთის პირველ ძეს უწოდებენ.[1] სოლომონს ასევე ჰქვია „ძე ღვთისა“.[2][3] ანგელოზებს, მართალ და ღვთისმოსავ კაცებს, და ისრაელის მეფეებს „ღვთის შვილებს“ უწოდებენ.[4]


ქრისტიანული ბიბლიის ახალ აღთქმაში, „ძე ღვთისა“ ხშირად გამოიყენება იესოს მიმართ.[4] ორჯერ, ციდან მოლაპარაკე ხმით აღიარებულია იესო როგორც ღვთის ძედ. იესო ცალსახად და ირიბად აღწერს საკუთარ თავს, როგორც ღვთის ძედ და ის ასევე არის აღწერილი როგორც ღვთის ძე ბევრი პიროვნების მიერ, რომლებსაც ვხვდებით ახალ აღთქმაში.[4][5][6][7] იესოს ეწოდება „ღვთის ძე“ და მის მიმდევრებს „ქრისტიანები“.[8] ეს ტერმინი მიუთითებს მის როლზე, როგორც მესიის, ანუ ქრისტეს, ღვთის მიერ არჩეული მეფის როლზე.[9][10]

ტერმინი „ღვთის ძე“ არ უნდა აგვერიოს ტერმინ „ძე ღმერთი“-ში (ძვ. ბერძნ. Θεός ὁ υἱός), ქრისტიანული თეოლოგიის, სამების მეორე პირში. სამების დოქტრინა გვაცნობს იესოს როგორც ძე ღმერთს, არსებითად იდენტურს, მაგრამ განსხვავებულ პიროვნებას მამა ღმერთისა და სულიწმინდა ღმერთისაგან (პირველ და მეორე სამების პირებისგან).

ბაჰაიზმი

რედაქტირება

ბაჰაიზმში, ტერმინი „ღვთის ძე“ გამოიყენება იესოს მიმართ,[11] მაგრამ არ მიუთითებს ფიზიკურ ურთიერთობაზე იესოსა და ღმერთს შორის,[12] მაგრამ სიმბოლურია და გამოიყენება სულიერად ძლიერ იესოსა და ღმერთის ურთიერთობის აღსანიშნავად[11] და მისი ავტორიტეტის წყაროდ.[12] შოგი ეფენდი, ბაჰაიზმის წინამძღოლი XX საუკუნის პირველ ნახევარში, აღნიშნა რომ ეს ტერმინი არ გულისხმობს იმას რომ იესო აღემატება სხვა წინასწარმეტყველებსა და მაცნეებს.

ქრისტიანობა

რედაქტირება

ქრისტიანობაში, წოდება „ძე ღვთისა“ უკავშირდება იესოს სტატუსს, როგორც მამა ღმერთის ღვთაებრივი შვილი.[13][14] ტერმინი მომდინარეობს ახალ აღთქმაში და ადრეულ ქრისტიანულ თეოლოგიაში რამდენჯერმე გამოყენების შედეგად. ეს ტერმინი გამოიყენება ოთხივე სახარებაში, „საქმე წმიდათა მოციქულთა“-ში და პავლესა და იოჰანინის ლიტერატურაში.

სხვა ინტერპრეტაცია მომდინარეობს წოდების იუდაური გაგებიდან, რომელიც ყველა დამიანს აღწერს, როგორც ღვთის ძეს. ძველი აღთქმის ნაწილებში, ისტორიული პიროვნებები როგორიცაა იაკობი და სოლომონი ასევე მოიხსენიებიან როგორც ღვთის შვილები, რაც გულისხმობს იმას რომ ისინი არიან ადამის შთამომავლები. ბიბლიის მკვლებარები იყენებენ ამ სახელწოდებას, იმისათვის რომ დაადასტურონ იესოს ჰუმანურობა, რომ ის არის ადამიანი და ასევე ღმერთი.

ისლამში, იესო ცნობილია როგორც ისა იბნ მარიამი (არაბ. عيسى بن مريم, იესო, მარიამის ძე) და გადმოცემულია, რომ ის არის წინასწარმეტყველი და მაცნე ღმერთის (ალაჰის) და ალ-მასიჰი, რომელიც არაბული ტერმინია მესიას (ქრისტეს) მაგივრად, რომელიც გამოგზავნილია ისრაელის შვილებისს წინამძღოლად ახალი გამოცხადებით, ალ-ინჯილი (არაბული "სახარება").[15][16][17]


ისლამი უარყოფს ნათესაობას ღმერთსა და სხვა არსებას შორის, მათ შორის ძესაც.[18][19] ამგვარად, ისლამი ურაყოფს იმ რწმენას რომ იესო არის ძე ღვთისა, თვით ღმერთი[20] ან სხვა ღმერთი.[21] როგორც ქრისტიანობაში, ისლამში წერია რომ იესოს არ ჰყავდა მიწიერი მამა. ისლამში ითვლება, რომ იესო დაიბადა ღმერთის ბრძანებით „იყავი“.[22] ღმერთმა უბრძანა [18] ანგელოზ ჯიბრაელს (გაბრიელი), რომ „ჩაებერა“[23] ოესოს სული მარიამში[24][25] და ასე იშვა იესო.

იუდაიზმი

რედაქტირება

მიუხედავად იმისა რომ ებრაულ ლიტერატურაში ზოგჯერ ვხვდებით მითითებებს „ღვთის შვილებზე“, „ღვთის ძეზე“ და „უფლის ძეზე“, ისინი არასოდეს მიგვითითებენ ღმერთის ფიზიკურ წარმოშობაზე.[26][27] არსებობს ორი შემთვევა, როდესაც ებრაელ მეფეებს გადატანითი მნიშვნელობით ღმერთად მოიხსენიებენ.[28]:150 მეფე შედარებულია უზენაეს მეფე ღმერთთან.[29] ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ზოგადი გაგებით, როდესაც ებრაელ ხალხს მოიხსენიებდნენ, როგორც „უფლის, შენი ღმერთის შვილებს“.[26]

  1. თარგი:Bibleverse
  2. (1996) The Tanach - The Torah/Prophets/Writings. Stone Edition, გვ. 741. ISBN 0-89906-269-5. 
  3. (1996) The Tanach - The Torah/Prophets/Writings. Stone Edition, გვ. 1923. ISBN 0-89906-269-5. 
  4. 4.0 4.1 4.2 Catholic Encyclopedia: Son of God. ციტირების თარიღი: 7 October 2014
  5. One teacher: Jesus' teaching role in Matthew's gospel by John Yueh-Han Yieh 2004 ISBN 3-11-018151-7 pages 240–241
  6. Dwight Pentecost The words and works of Jesus Christ 2000 ISBN 0-310-30940-9 page 234
  7. The International Standard Bible Encyclopedia by Geoffrey W. Bromiley 1988 ISBN 0-8028-3785-9 pages 571–572
  8. International Standard Bible Encyclopedia: Sons of God (New Testament). BibleStudyTools.com. ციტირების თარიღი: 7 October 2014
  9. Merriam-Webster's collegiate dictionary (10th ed.) (2001). Springfield, MA: Merriam-Webster.
  10. თარგი:Bibleverse
  11. 11.0 11.1 Lepard, Brian D (2008). In The Glory of the Father: The Baháʼí Faith and Christianity. Baháʼí Publishing Trust, გვ. 74–75. ISBN 978-1-931847-34-6. 
  12. 12.0 12.1 Taherzadeh, Adib (1977). The Revelation of Bahá'u'lláh, Volume 2: Adrianople 1863–68. George Ronald, გვ. 182. ISBN 0-85398-071-3. 
  13. J. Gordon Melton, Martin Baumann, Religions of the World: A Comprehensive Encyclopedia of Beliefs and Practices, ABC-CLIO, USA, 2010, p. 634-635
  14. Schubert M. Ogden, The Understanding of Christian Faith, Wipf and Stock Publishers, USA, 2010, p. 74
  15. Glassé, Cyril (2001). The new encyclopedia of Islam, with introduction by Huston Smith, Édition révisée., Walnut Creek, CA: AltaMira Press, გვ. 239. ISBN 978-0-7591-0190-6. 
  16. McDowell, Jim, Josh; Walker, Jim (2002) Understanding Islam and Christianity: Beliefs That Separate Us and How to Talk About Them. Euguen, Oregon: Harvest House Publishers, გვ. 12. ISBN 978-0-7369-4991-0. 
  17. The Oxford Dictionary of Islam, p.158
  18. 18.0 18.1 Surah An-Nisa [4:171]. ციტირების თარიღი: 2018-04-18
  19. Surah Al-Ma'idah [5:116]. ციტირების თარიღი: 2018-04-18
  20. Surah Al-Ma'idah [5:72]. ციტირების თარიღი: 2018-04-18
  21. Surah Al-Ma'idah [5:75]. ციტირების თარიღი: 2018-04-18
  22. Surah Ali 'Imran [3:59]. ციტირების თარიღი: 2018-04-18
  23. Surah Al-Anbya [21:91]. ციტირების თარიღი: 2018-04-18
  24. Jesus: A Brief History by W. Barnes Tatum 2009 ISBN 1-4051-7019-0 page 217
  25. The new encyclopedia of Islam by Cyril Glassé, Huston Smith 2003 ISBN 0-7591-0190-6 page 86
  26. 26.0 26.1 The Oxford Dictionary of the Jewish Religion by Maxine Grossman and Adele Berlin (Mar 14, 2011) ISBN 0-19-973004-0 page 698
  27. The Jewish Annotated New Testament by Amy-Jill Levine and Marc Z. Brettler (Nov 15, 2011) ISBN 0-19-529770-9 page 544
  28. Riemer Roukema (2010). Jesus, Gnosis and Dogma. T&T Clark International. ISBN 978-0-567-46642-6. 
  29. Jonathan Bardill (2011). Constantine, Divine Emperor of the Christian Golden Age. Cambridge University Press, გვ. 342. ISBN 978-0-521-76423-0. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღვთის_ძე“-დან