„ღვთის დაზავება“ (ლათ. Pax Dei) — კათოლიკური ეკლესიის მიერ X–XII საუკუნეებში მიღებული დადგენილება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მხარეებს შორის ომის სავალდებულო შეწყვეტის შესახებ შედარებით ხანგრძლივი ვადით (3 წლამდე). პირველად კლიუნის მონასტერმა გამოაცხადა საფრანგეთში X საუკუნის მიწურულს. 1027, 1041 და სხვა წლების საფრანგეთის საეკლესიო კრებებზე დაწვრილებით შეიმუშავეს „ღვთის დაზავების“ სავალდებულო შესასრულებელი წესები. 1095 წელს კლერმონის საეკლესიო კრებამ პაპ ურბან II-ის მოთხოვნით განიხილა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ღვთის დაზავების“ პირობები და სავალდებულოდ აქცია ყველა ქრისტიანისათვის. 1179 წლიდან „ღვთის დაზავება“ კათოლიკური ეკლესიის კანონიკურ ნორმად იქცა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ღვთის დაზავება // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 587.