კლერმონის საეკლესიო კრება
კლერმონის საეკლესიო კრება — საეკლესიო კრება, რომელიც რომის პაპმა ურბან II-მ მოიწვია საფრანგეთის ქალაქ კლერმონში (ამჟამად კლერმონ-ფერანი) 1095 წლის 18 ნოემბერს სასულიერო-ადმინისტრაციული და სასულიერო-პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. კრებას დაესწრო დიდი რაოდენობით კათოლიკე სასულიერო პირი და ასევე მრავალი საერო პირიც (ძირითადად რაინდები). კრებამ ეკლესიიდან განდევნა საფრანგეთის მეფე ფილიპ I, რომელმაც ცოლი მიატოვა და ხელმეორედ იქორწინა 1092 წელს. კრების დასრულების შემდეგ ურბან II-მ საკუთარ სიტყვაში 26 ნოემბერს საზოგადოებას ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა ღვთის ქალაქის (იერუსალიმის) მუსულმანებისგან გასანთავისუფლებლად, შეჰპირდა რა ამით მათი ცოდვების განტევებას, ვალების ჩამოწერას და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Medieval Sourcebook: დაარქივებული 1998-12-01 საიტზე Wayback Machine. Five versions of Urban's sermon
- Council Of Clermont - Paradoxically, the Crusades Enlarge the Life and Culture of Western Europe