ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (კალიტნიკოვის სასაფლაო)
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Всех скорбящих Радость») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში.
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°43′59″ ჩ. გ. 37°41′19″ ა. გ. / 55.73306° ჩ. გ. 37.68861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ნიკოლაი კოზლოვსკი |
თარიღდება | 1834-1836 |
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე. ეგვტერები კი ალექსანდრე ნეველისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ტაძრის მთავარი სიწმინდეა ღვთისმშობლის ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული და სხვადასხვა 40 წმინდანის სხეულის წმინდა ნაწილები.
ისტორია
რედაქტირებაკალიტნიკოვის სასაფლაო დააარსეს 1771 წელს ქალაქის ფარგლებს გარეთ, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად დაღუპულების დაკრძალვა ქალაქის ფარგლებში აკრძალული იყო. 1773 წლის იანვარში სასაფლაოზე აკურთხეს პირველი ეკლესია, რომელიც ხისაგან იყო აგებული. იგი მალევე დაიწვა, ხოლო ახალი ეკლესია (ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ნაკურთხი) ააგეს 1780 წელს.
დღეს არსებული ქვის ეკლესია შენდებოდა 1834 წლიდან 1838 წლამდე, ეკლექტიკის ეპოქის არქიტექტორ ნიკოლაი ილიას ძე კოზლოვსკის პროექტის მიხედვით.
XIX საუკუნის ბოლოსკენ ეკლესია გადააკეთეს. 1890-იან წლებში ეკლესიის ინტერიერი (საკურთხევლის ნაწილი, კანკელი) მოაწყო არქიტექტორმა ივან ტიმოთეს ძე ბარიუტინმა.
1905 წლიდან 1912 წლამდე მიმდინარეობდა ეკლესიის შენობის ინტერიერის განახლება, მაგრამ ეგვტერების კანკელები კვლავ ძველი დატოვეს.
1930 წელს ეკლესია არ დაუხურავთ, მაგრამ ჩავარდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სექტანტების, ობნოველცების ხელში და 1937 წელს შედიოდა შვი ობნოვლენცური ტაძრის სიაში, რომელიც ამ პერიოდისათვის მოსკოვში არსებობდა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძარი დაუბრუნდა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 1944 წელს. ეკლესიას ასევე დაუბრუნდა მოსკოვში მდებარე სხვა სასაფლაოს ტაძრები.
ტაძრის სიწმინდეები არიან ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარული და 40 წმინდანის ნაწილები.