ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (კუნცევო)
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Знамение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ფილი-დავიდკოვოს რაიონში. ამჟამინდელი ტაძარი აგებულია მოსკოვისათვის იაშვიათ ნეობიზანტიურ სტილში XX საუკუნის დასაწყისში. აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′15″ ჩ. გ. 37°27′45″ ა. გ. / 55.73750° ჩ. გ. 37.46250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | სერგეი სოლოვიოვი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეობიზანტიური სტილი |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | 1 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ეგვტერები კი წმინდა ბარბარესა და პარიის ეპისკოპოსის ბასილი აღმსარებლის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ ტაძარი კუნცოვოში აააგო ალექსანდრე ნარიშკინმა 1744 წელს. ალექსანდრე იყო იმპერატორ პეტრე I დიდის ბიძაშვილი. შენობა რამდენჯერმე გადააკეთეს და XX საუკუნისათვის უკვე მოძველებული იყო. საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის გადაწყვეტილებით შენობა დაშალეს. დატოვეს მხოლოდ დასავლეთის კედელი და სარძიკველი.
ახალი ეკლესიის მშენებლობა წარიმართა კუნცოვოს მამულის მფლობელის ნადეჟდა სოლდატენკოვაიას (ვასილ სოლდატენკოვის ქვრივი) დაკვეთითა და ფინანსებით.
ახალი ტაძრის მშენებლობა დაუკვეთეს სერგეი სოლოვიოვს, რომელსაც უნდა აეშენებინა ტაძარი VI საუკუნის რავენის სტილში. სამრეკლო კი ეკლესიისაგან მოშორებით უნდა მდგარიყო. მშენებლობა დაიწყო 1911 წელს და 1913 წელს, უკვე არქიტექტორის სიკვდილის შემდეგ, იგი აკურთხეს. ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ჩრდილოეთის ეგვტერი - წმინდა ბარბარეს (ვასილ სოლდატენკოვის პირველი ცოლის მფარველი ანგელოზი) და პარიის ეპისკოპოსის ბასილი აღმსარებლის (ვასილ სოლდატენკოვის მფარველი ანგელოზი) სახელზე. ახალი ეკლესიის წინამძღვარი გახდა ვასილი გურიევი.
ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა 1932 წელს. სამრეკლო დაანგრიეს. მარმარილოს კანკელიც ჩამოანგრიეს. გაანადგურეს ვასილი სოლდატენკოვისა და მისი პირველი ცოლის ბარბარეს აკლდამა. ეკლესია გადასცეს ფაბრიკას, ბიბლიოთეკას და სამხედრო-სპორტულ კლუბს.
ამჟამად ეკლესიის ინტერიერი აღდგენილია. იატაკი შემონახულია 1913 წლიდან. ეკლესიის განახლება დაიწყო 1991 წლის 11 სექტემბრიდან. ეკლესია 2000 წელს აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.
ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა, ახალგაზრდების მართლმადიდებლური კლუბი „Знамение“[2] და ახალგაზრდული ქორო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Печёнкин И. Е. Сергей Соловьёв. — Москва: Издательский дом Руденцовых, 2013. — 228 с. — (Архитектурное наследие России). — ISBN 978-5-902887-13-3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Церковь Знамения в Кунцеве, 1900-е годы., арх. Соловьев С. У.. Реестр объектов культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21. ციტირების თარიღი: 2016-10-21.
- ↑ Работа с молодежью — Храм иконы Божией Матери "Знамение" в Кунцеве. hramvkuntsevo.ru. ციტირების თარიღი: 2017-05-26.