ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (აქსინინო)
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Знамение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის ლევობერეჟნის რაიონში.
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°51′28″ ჩ. გ. 37°29′10″ ა. გ. / 55.85778° ჩ. გ. 37.48611° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ალექსანდრ ვეიდენბაუმი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ფსევდორუსული |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | 1 |
მასალა | აგური |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
20 წელზე მეტი ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის საეკლესიო სიმღერას.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხის ეკლესია სოფელ აქსინინოში ააგეს 1708 წელს თავად მიხეილ გოლიცინის ფინანსებით. ტაძარი იყო ფიჭვისაგან აგებული, მუხის საფუძველზე, სატრაპეზოსთან და კოშკოვან სამრეკლოსთან ერთად. სამრეკლოზე ეკიდა ექვსი ზარი. ტაძრის კანკელი იყო ოთხიარუსიანი, მოოქროვილი, ხოლო ტაძრის მთავარი ხატი „ზეციური სასწაული“ ვერცხლის მოჭედილობით იყო გაფორმებული.
1812 წელს ნაპოლეონის ჯარებმა სოფელი გაძარცვეს, მაგრამ ეკლესია გადარჩა.
1874 წელს ტაძარი დაიწვა. ახალი ტაძრის პროექტი დაუკვეთეს მოსკოველ არქიტექტორს ალექსანდრე ვეიდენბაუმს (1840-1909 წწ.). გეგმის მიხედვით მშენებლობისას უნდა გამოეყენებინათ ძველი ტაძრის საკურთხევლის კედელი, მაგრამ არქიტექტორის გადაწყვეტილებით გეგმა შეცვალეს და აგურის ეკლესია ააგეს მნიშვნელოვნად მარჯვნივ[1]. დამწვარი ეკლესიის საკურთხევლის ადგილზე დააყენეს მცირე სამლოცველო კანდელით.
ქვის ეკლესია ააგეს 1884 წელს, ტაძრის კანკელი დაასრულეს 1899 წელს, ხოლო ინტერიერის მოხატვა გაგრძელდა 1900 წლამდე.
XX საუკუნე
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში ეკლესია არ დახურულა. სავარაუდოდ ალბათ იმიტომ, რომ მდებარეობდა ქალაქგარეთ, პატარა სოფელში და ვერ მიიპყრო ხელისუფლების ყურადღება.
1918 წლის 20 იანვარს ახალმა ხელისუფლებამ მიიღო დეკრეტი, სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ, რომლის ძალითაც ადგილობრივ მღვდელს სახლი ჩამოართვეს, რომელშიც განათავსეს სასოფლო საბჭო, კინოთეატრი და სამკითხველო (ეს სახლი დაიწვა 1960 წელს).
როდესაც დაიწყო ეკლესიების მასობრივი დანგრევა და დახურვა, ზეციური სასწაულის ტაძარში მეზობელმა სამრევლოებმა აქსინინში შეიტანეს მეტნაკლებად ღირებული ხატები და ჭურჭელი. ამჟამად თითქმის ყველა ხატი დაბრუნებულია კვლავ გახსნილ ეკლესიებში.
1982 წელს ეკლესიას მიაშენეს ჩრდილოეთის ეგვტერი და სანათლავი სამხრეთის ეგვტერთან.
ტაძრის მთავარი სიწმინდეა ყაზანის ღვთისმშობლისა და ზეციური სასწაულის ხატი.
არქიტექტურა
რედაქტირებაქვის ტაძარი თავდაპირველად დაგეგმეს ბიზანტიურ სტილში, მაგრამ შემვეგ ააშენეს ფსევდორუსულ სტილში. შენობა ასიმეტრიულია, აქვს მხოლოდ ერთი ეგვტერი (სამხრეთით), სატრაპეზო და სამრეკლო.