ღვთისმშობლის ეკლესია (სოფელი გლდანი)

ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ გლდანის სამხრეთით, ახალ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (5,9X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. აღდგენამდე სრული სიმაღლით შემორჩენილი იყო აღმოსავლეთი კედელი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი ვიწრო სარკმელია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი თაღოვანი სარკმელი და თითო სწორკუთხა ნიშია.

ღვთისმშობლის ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია (სოფელი გლდანი) — თბილისი
ღვთისმშობლის ეკლესია (სოფელი გლდანი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°49′12″ ჩ. გ. 44°49′40″ ა. გ. / 41.8202250° ჩ. გ. 44.8278889° ა. გ. / 41.8202250; 44.8278889
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
დეტალები

ლიტერატურა

რედაქტირება