ღვთისმშობლის ეკლესია (ბაქო)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ღვთისმშობლის ეკლესია (სომხ. Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) — სომხური სამოციქულო ეკლესია იჩერი-შეჰერის კვარტალში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. იგი მდებარეობდა ქალწულის კოშკიდან არც ისე შორს, ხაგიგატ რზაევას ქუჩის გადასახვევთან ნეფთიანიკოვის გამზირამდე. იგი 90–იან წლებში დაანგრიეს. დღეისათვისა ტერიტორიაზე დაცულია ეკლესიის სამრეკლოს ქვედა ნაწილი.

ღვთისმშობლის ეკლესია (ბაქო)

ღვთისმშობლის ეკლესია (ბაქო)

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი ბაქო, აზერბაიჯანი
ადგილმდებარეობა ბაქო
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1797-1799
დეტალები

უნდა აღინიშნოს, რომ სურბ ასტვაცაცინის სომხური ეკლესიის შესახებ, რომელიც ღვთისმშობლის სახელობის იყო დღეისათვის თითქმის არანაირი ინფორმაცია არ შემორჩენილა ან თუ არის შემორჩენილი ეს ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ზოგიერთი ცნობით, იგი აშენდა 1797-1799 წლებში ბაქოს ძველ ნაწილში, იჩერი-შეჰერის კვარტალში, სომხეთის ქარვასლის მახლობლად, ქალწულის კოშკის მარცხენა მხარეს.

გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ბაქოს ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთი და იგივე სახელწოდების ეკლესია დანგრეულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში, ხოლო სომხური ეკლესია, რომელიც ქალწულის კოშკის ძირში იყო, უფრო ძველი იყო და შესაძლოა ეს იყოს ის ეკლესია, რომელსაც ჰამადალა კაზვინი ახსენებს. XIX საუკუნის ბოლოს სომეხმა მღვდელმა მარკარ ბარხუდარიანტმა, რომელიც ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ ბაქოს სომხებს ორი ქვის ეკლესია აქვთ: დიდი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობისა და პატარა სურბ ასტვაცაცინის (წმიდა ღვთისმშობლის სახელობის). ეს უკანასკნელი მისთვის დამახასიათებელი იყო როგორც ძალიან ძველი, რასაც მოწმობს არქიტექტურული სტრუქტურის შიდა და გარე ფორმები [1].

ვინაიდან იჩერი-შეჰერის რეგიონში არც ისე ბევრი სომეხი ცხოვრობდა ბაქოს დანარჩენ ნაწილთან შედარებით, ეკლესიას დიდი სამრევლო არ ჰქონია. ამავე მიზეზით, მის შესახებ მცირე ინფორმაციაა დაცული. ტერიტორია, რომელზეც ეკლესია აშენდა, თაყვანისმცემლობის ადგილი იყო, ამიტომ თითოეული აღმსარებლობის წარმომადგენელი ცდილობდა აქ საკუთარი სიწმინდეების არსებობას. გარდა ამისა, ბაქოს მკვიდრთა შორის არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც ტაძარი აღმართეს ცეცხლთაყვანისმცემელთა უძველესი წარმართული ტაძრის ადგილზე.

გამოჩენილი ბრიტანელი ჟურნალისტი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, თანამედროვე ამიერკავკასიის შესახებ გამოკვლევის ავტორი თომას დე ვაალი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ცნობილი დიპლომატის თქმით, რომელიც ბაქოში 1992 წელს მუშაობდა, 1992 წელს ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივების შემდგომ, ეკლესია დაანგრიეს [2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. М. Бархударянц, Աղվա¬ նից երկիր և դրացիք, Թ.. 1893 стр. 153
  2. Thomas de Waal: Black Garden – Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York University Press, 2003. ISBN 0-8147-1944-9, p. 103.