ღართის ნაეკლესიარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ღართის ნაეკლესიარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართის სამხრეთით, მთაზე, სოფელ ალექსანდრესწყაროსაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, სასაფლაოზე. შემორჩენილია კედლების მცირე ნაწილი. ეკლესია დარბაზულია, ნაგები ყოფილა დიდი ზომის ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, ზოგან შირიმის ქვაც იყო გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთით ჰქონია. აფსიდი სწორკუთხა იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება