ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

(გადამისამართდა გვერდიდან ქ.ე.გ.ლ.)

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ქეგლ) — ქართული სალიტერატურო ენის რვატომიანი აკადემიური ლექსიკონი (1950-1964)[1]. მასზე მუშაობდა 150 მეცნიერი[2], მთავარი რედაქტორი იყო არნოლდ ჩიქობავა.

პირველი ტომი (1950 წ.)

რვატომეული

რედაქტირება
 
რვატომეულის სრული სერია (1950-1964)

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულზე მუშაობას ხელმძღვანელობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისია“ და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მთავარი რედაქცია“.

1945 წლის ივლისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან შეიქმნა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისია. კომისიაში შედიოდნენ: არნ. ჩიქობავა (კომისიის თავმჯდომარე), ს. ჯანაშია, გ. ახვლედიანი, ვ. ბერიძე და გ. წერეთელი.

1949 წლის ოქტომბერში ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მთავარი რედაქცია შეიქმნა იმ მიზნით, რომ 1952 წლის დამლევამდე უზრუნველყოფილიყო ლექსიკონის მთელი ტექსტის სასტამბოდ მომზადება. მთავარ რედაქციაში შედიოდნენ: არნ. ჩიქობავა (მთავარი რედაქციის თავმჯდომარე), ვ. კუპრაძე, თ. ლომოური, ს. ვაჩნაძე, გ. წერეთელი, ვ. თოფურია, გ. ახვლედიანი და ივ. გიგინეიშვილი.

1945 წლიდან განმარტებითი ლექსიკონის სამუშაო აპარატს წარმოადგენდა ენის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება, რომელიც 1945 წლის აპრილისთვის დაკომპლექტდა შვიდი ახალი თანამშრომლით. ლექსიკოლოგიის აპარატში შედიოდნენ: არნ. ჩიქობავა (ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე); უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: რ. გაგუა, ს. ვაჩნაძე, ს. იორდანაშვილი, ს. მენთეშაშვილი, ე. ჯეირანაშვილი; უმცროსი მეცნიერ თანამშრომლები: ნ. საბაშვილი, ნ. საყვარელიძე და ბ. წერეთელი.

განმარტებითი ლექსიკონის კომისიის განკარგულებაში იყო სიტყვები, შედგენილი ენის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მიერ წინა წლებში (1936-1941), როცა ლექსიკოლოგიის განყოფილებას ხელმძრვანელობდა პროფესორი ვ. თოფურია.

კომისიამ განიხილა სიტყვანი და განმარტებით ლექსიკონში შესატანად შეარჩია 65 ათასი სიტყვა. 1945-1948 წლებში კომისიამ შეავსო სიტყვები ზმნური ლექსიკური ერთეულებით იმ პრინციპების თანახმად, რაც ლექსიკონს დაედო საფუძვლად. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შედგენის პრინციპების“ პროექტი შეიმუშავა არნ. ჩიქობავამ. 1945 წლის დამლევს კომისიამ აღნიშნული პრინციპები დეტალურად განიხილა და მიიღო, ხოლო 1945 წლის დეკემბერში დაიბეჭდა სტამბური წესით.

სიტყვის რეცენზენტებად კომისისამ მოიწვია: პოეტი ი. გრიშაშვილი, მწერლები: ი.ზურაბიშვილი, დ. კასრაძე და თ. სახოკია. აღნიშნულმა პირებმა განიხილეს მთელი სიტყვები.

1945 წლის შემოდგომიდან დაიწყო სიტყვათა განმარტება და სადოკუმენტაციო ფონდის შექმნა, საილუსტრაციო გამოთქმათა ამოწერა მხატვრული, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურიდან.

1946 წლის გაზაფხულიდან ჩამოყალიბდა სარედაქციო კომისიები განმარტებული მასალის განსანხილველად. პირველად ოთხი კომისია მუშაობდა — გ. წერეთლის, ვ. ბერიძის და ს. ვაჩნაძისა და ს. იორდანაშვილის თავმჯდომარეობით. 1947 წლის შემოდგომიდან დამატებით შეიქმნა ახალი კომისია გ. ახვლედიანის თავმჯდომარეობით, ხოლო 1948 წლის შემოდგომიდან — ქ. ლომთათიძის თავმჯდომარეობით. სარედაქციო კომისიებში ენათმეცნიერთა გარდა აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ: მწერლები ი. ზურაბიშვილი, თ. სახოკია, გ. ქიქოძე, ისტორიკოსი თ. ლომოური და ბოტანიკოსი ა. მაყაშვილი.

ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიაში პირველად მასშია მოცემული სისტემატური დოკუმენტაცია. ლექსიკონისათვის შეიქმნა სადოკუმენტაციო ფონდი — XIX საუკუნის და თანამედროვე ქართველი მწერლების თხზულებებიდან ამოწერილი სიტყვების კარტოთეკა, რომელიც განუწყვეტლივ ივსება; (1982 წელს შეიცავდა 3 მილიონ ბარათს)[1].

ლექსიკონის გამოცემა 1971 წელს სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. პრემიის ლაურეატები გახდნენ მისი მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა და ცალკეულ ტომთა რედაქტორები. ძირითადი ლექსიკოგრაფიული სიახლეა ის, რომ ლექსიკონში ზმნები მოცემულია აწმყოს ან მყოფადის მესამე პირის მხოლოობითი რიცხვის ფორმით (ფუძით).

ლექსიკონი შეიცავს 112 949 სიტყვას, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

ტომი ასოები წელი ერთეულთა რაოდენობა
I , 1950 11237 სიტყვა და 1405 გამოთქმა
II 1951 13696 სიტყვა და 1798 გამოთქმა
III , 1953 14396 სიტყვა და 1965 გამოთქმა
IV , , , , , 1955 13488 სიტყვა და 1934 გამოთქმა
V , 1958 14541 სიტყვა და 1600 გამოთქმა
VI , , , , , , 1960 15068 სიტყვა და 1895 გამოთქმა
VII , , , , 1962 13644 სიტყვა და 2085 გამოთქმა
VIII , , , , , , , 1964 16379 სიტყვა და 1854 გამოთქმა

ლექსიკონში არსებითი სახელები მოცემულია მხოლოობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. ზმნა აწმყო დროის მესამე პირში. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ლექსიკურ ერთეულად მიჩნეულია მათი ფუძეები. მაგ.: ბავშვ–ი, თამაშობ–ს, ჰ–გავ–ს.

ერთტომეული

რედაქტირება
 
ქეგლის ერთტომეულის 1986 წლის გამოცემა

1986 წელს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიის ერთდომეული გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ, მ ომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ლექსიკოლოგიის განყოფილებაში).

სარედაქციო კოლეგია: ი. აბაშიძე, რ. მეტრეველი (მთავარი რედაქტორის მოადგილე), არნ. ჩიქობაძე (მთავარი რედაქტორი), შ. ძიძიგური, მ. ჭაბაშვილი (მთავარი რედაქტორის მოადგილე).

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეული ემყარება „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულს (1950-1964 წწ.), რომლის 112.949 სალექსიკონო ერთეულიდან შეირჩა 60.000-მდე სიტყვა. ერთტომეულის დამუშავებისას შემცირდა სამეცნიერო ტერმინების, ძველი და დიალექტური სიტყვებისა და უცხო სიტყვათა რაოდენობაც. ცალკეული სიტყვების განმარტებებედან ამოღებულია ზოგიერთი მნიშვნელობა. შემოკლდა სიტყვათა გრამატიკული დახასიათება. ერთტმეულს დაემატა 800-მდე სიტყვა, რომლებიც გამოვლინდა დიდი ლექსიკონის გამოსვლის შემდეგ.

ერთტომეული შედგენილია ისეთივე პრინციპით, როგორიც შეიმუშავა მთავარმა რედაქტორმა არნ. ჩიქობავამ და საფუძვლად დაედო რვატომეულს.

ერთტომეულის ორნაწილიანი გამოცემა

რედაქტირება

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულის გამოცემის შემდეგ გაირკვა, რომ მისი ტირაჟი — 60 ათასი ეგზემპლარი — საკმარისი არ იყო დაინტერესებული მკითხველისათვის. მისი ხელმეორედ გამოცემის საჭიროება ქართული ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამაშიც აისახა.

1990 წელს გამოიცა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" ერთტომეულის ორნაკვეთიანი სტერეოტიპული გამოცემა (ტირაჟი — 100 ათასი ეგზემპლარი). მასში არ შეცვლილა არც მისი მთავარი რედაქტორის, აკადემიკოს ანრ. ჩიქობავას მიერ დაწერილი შესავალი წერილი, არც წინასიტყვაობა, არც მხატვრული გაფორმება. იმისათვის, რომ გამოცემა გამოსაყენებლად მოხერხებული ყოფილიყო, წიგნი ორ ნაკვეთად გაიყო.

  • პირველი ნაწილი (ხობა), 608 გვ.
  • მეორე ნაწილი (აამებელი — უჰ! ჰუჰ!), 672 გვ. (სულ 1280 გვ).

მრავალტომეული (ახალი)

რედაქტირება

2008 წლიდან თსუ-ს, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსიტუტმა დაიწყო განახლებული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ გამოცემა. მთავარი რედაქტორი ავთანდილ არაბული. სარედაქციო ჯგუფი: მ. ასლანიკაშვილი, მ. აშაძე, ლ. ბერიაშვილი [და სხვ.].

ტომი ასოები წელი ერთეულთა რაოდენობა
I , 2008
II 2010
III 2015
IV , , 2019

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (რვატომეული), თბ., 1950–1964;
  • „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (ერთტომეული), თბ., 1986;
  • „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (ორტომეული), თბ., 1990;