ქშიტიგარბჰა
ქშიტიგარბჰა (სანს: क्षितिगर्भ Kṣitigarbha; ტიბ: ས་ཡི་སྙིཔ་པོ། საი ნჲინ'პო, ვაილი: sa yi snying po; ჩინ: 地藏菩薩/地藏菩萨, ფინინი: Dìzàng Púsà; 地蔵菩薩 Jizō Bosatsu ჯიძო: ბოსაცუ; ტაი: พระกษิติครรภ์โพธิสัตว์ ფრა კსიტიქან ფოთისატტ; მონღ: Сайенинбу საჲენინბუ; კორ: 지장보살 ჯიჯან' ბოსალ; ვიეტ: Địa Tạng Vương) არის ბოდჰისატვა, რომელსაც თაყვანს, ძირითადად, აღმოსავლეთ აზიის ბუდიზმში ცემენ. ხშირად გამოსახულია ბუდისტ ბერად. სახელი შეიძლება ითარგმნოს შემდეგნაირად - „დედამიწის საგანძური“, „დედამიწის მატრიცა“ ან „დედამიწის საშო“. ქშიტიგარბჰა ცნობილია აღქმით, ბუდდჰა შაკიამუნის გარდაცვალებიდან ბუდდჰა მაიტრეას მოსვლამდე ექვს სამყაროში ყველა ცოცხალი არსების სწავლებაზე პასუხისმგებლობით; ასევე მისი აღთქმით, არ მიაღწიოს ბუდდჰობას, სანამ ყველა ჯოჯოხეთი არ დაიცლება. ზოგჯერ ასევე ითვლება ჯოჯოხეთის არსებების ბოდჰისატტვად, ბავშვების მფარველად და ავადმყოფ ბავშვთა და აბორტირებულ ნაყოფთა მფარველ ღვთაებად იაპონურ კულტურაში.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/61/Goryeo-Kshitigarbha_%28Chijang%29-late.14c.jpg/220px-Goryeo-Kshitigarbha_%28Chijang%29-late.14c.jpg)
ჩვეულებრივ, გამოსახავენ ბერად შარავანდით მისი გადაპარსული თავის გარშემო; ატარებს კვერთხს, რათა ჯოჯოხეთის კარები აიძულოს - გაიღონ და ჩინტამანის სიბნელის გასანათებლად.
მანტრები
რედაქტირებასანსკრიტულად მისი მანტრა არის: namaḥ samantabuddhānāṃ, ha ha ha, sutanu svāhā (ნამაჰ სამანტაბუდდჰანამ, ჰაჰაჰა, სუტანუ სვაჰა)[1]
ჩინურ ბუდიზმში შემდეგი მანტრა დაკავშირებულია ქშიტიგარბჰასთან: námó dìzàng wáng púsà (南無地藏王菩萨) (ნან'უ ტიწან' უან' ფუსა)
ტიბეტში არის შემდეგნაირად: oṃ kṣitigarbha bodhisattva yaḥ (ომ ქშიტიგარბჰა ბოდჰისატტვა ჲაჰ)
შინგონში კი იყენებენ შემდეგს: on kaka kabi sanmaei sowaka (ონ' ქაქა ქაბი სამმაეი სოუაქა)[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Giebel, Rolf. The Vairocanābhisaṃbodhi Sutra. Berkeley: Numata Center, 2005
- ↑ Shingon Buddhism and Jizo
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯიძო ბოდჰისატტვა - იაპონური ბუდიზმის ფოტო-ლექსიკონი
- ტიწანგ'ის ტექსტი ტუნჰუანგ'იდან
- დედამიწის საგანძურის სუტრა არის ტექსტი ბოდჰისატტვა ქშიტიგარბჰაზე
- დედამიწის საგანძურის სუტრა კომენტარებით