იოსებ ქურდიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ქურდიანი, იოსებ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქურდიანი.

იოსებ ქურდიანი (დ. 13 მაისი, 1900, თბილისი — გ. 27 ოქტომბერი, 1977, თბილისი) — ქართველი მეტეოროლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების კანდიდატი (1943), პროფესორი (1970).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1924 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1929 წლიდან მუშაობდა იქვე. იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი მეტეოროლოგი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში მეტეოლოლოგიიის განვითარებაში. მისი შრომები ეხება ამინდის პროგნოზების და აეროლოგიის საკითხებს. 1950 წელს გამოსცა „მეტეოროლოგიის საფუძვლები“. 1979 წელს მისი სახელი ეწოდა თსუ-ს მეტეოროლოგიურ სადგურს.

ლიტერატურა

რედაქტირება