The Quarrymen
The Quarrymen — ბრიტანული სკიფლ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1956 წელს ლივერპულში (ინგლისი) ჯონ ლენონის, მისი სკოლის მეგობრის პიტ შოტონისა და ერიკ გრიფიტსის მიერ. თავიდან ჯგუფს ერქვა ”The Blackjacks”, შემდეგ კი შოტონის შეთავაზებით სახელი შეირჩა იმ სკოლის სახელწოდებიდან გამომდინარე, სადაც ისინი სწავლობდნენ - Quarry Bank High School. დიდი წვლილი ჯგუფის შექმნაში შეიტანა ჯულია ლენონმა, ჯონის დედამ, რომელიც ეხმარებოდა ჯგუფის წევრებს ინსტრუმენტების აწყობაში, ასწავლიდა მათ აკორდებს და ასმენინებდა საკუთარი გრამფირფიტების კოლექციას. ისტორიულ დღედ იქცა 1957 წლის 6 ივლისი, როდესაც ეკლესიის ეზოში გამართულ კონცერტზე, სადაც მონაწილეობდა ”Quarrymen”, გიტარით ხელში მივიდა პოლ მაკ-კარტნი. ეს დღე ითვლება აგრეთვე ლეგენდარული ”The Beatles-ის” ისტორიულ დღედაც, რადგან შემდგომში სწორედ ლენონმა და მაკ-კარტნიმ დაუდეს საფუძველი The Beatles-ს ჩამოყალიბებას.
The Quarrymen | |
---|---|
The Quarrymen-ის გამოსვლა როუზბერი სტრიტზე, ლივერპულში, 1957 წლის 22 ივნისს.[1] (მარცხნიდან მარჯვნივ: ჰენტონი, გრიფითსი, ლენონი, გერი, შოტონი და დეივისი) | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | The Blackjacks, Johnny and the Moondogs |
წარმოშობა | ლივერპული, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | სკიფლი, ქანთრი, როკ-ენ-როლი |
აქტიური | 1956[2]–1960 , 1997 –დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Apple |
წევრები |
კოლინ ჰენტონი ლენ გერი როდ დეივისი ჯონ ლოუ |
ყოფილი წევრები |
ჯონ ლენონი ერიკ გრიფითსი პიტერ შოტონი ბილ სმითი აივენ ვონი ნაიჯელ უელი პოლ მაკ-კარტნი ჯორჯ ჰარისონი კენ ბრაუნი სტიუარტ სეტკლიფი |
საიტი | |
The Quarrymen ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- კონცერტების სია დაარქივებული 2008-04-08 საიტზე Wayback Machine.
- ჯგუფის პირველი ჩანაწერები დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Quarrymen's first public performance on 22nd June 1957.
- ↑ Biography on the Quarrymen’s Official Website (retrieved 2011-09-29)