ქუმერთაუ
ქუმერთაუ (ბაშკ. Күмертау) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში. ქუმერთაუს საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ქუმერთაუ Күмертау | |||||
ქუმერთაუს ლენინის მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ბაშკირეთი | ||||
მუნიციპალიტეტი | ქუმერთაუსი საქალაქო ოლქი | ||||
კოორდინატები | 52°46′00″ ჩ. გ. 55°47′00″ ა. გ. / 52.76667° ჩ. გ. 55.78333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1947 | ||||
პირველი ხსენება | 1947 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1953 | ||||
ფართობი | 170 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 310 მ | ||||
კლიმატის ტიპი | ზომიერი კლიმატური | ||||
ოფიციალური ენა | ბაშკირული და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 61 312 კაცი (2016) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, ბაშკირები, თათრები, ჩუვაშები, უკრაინელები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 34761 | ||||
საფოსტო ინდექსი | 453300 | ||||
ოფიციალური საიტი | admkumertau.ru | ||||
ისტორია
რედაქტირებადასახლება დაარსდა 1947 წელს ქვანახშირის საბადოს აღმოჩენასთან დაკავშირებით. 1949 წლამდე დასახლების ოფიციალური სახელი იყო - დასახლებული პუნქტი „ბაშუგლერაზრეზსტროის“ სამშენებლო მოედანზე. არაოფიციალური დასახელება იყო „დასახლება ბაბაი“. 1949 წლის 5 ოქტომბერს რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით უწოდეს ქუმერ-თაუ. 1953 წლის 16 თებერვალს მიიღო ქალაქის სტატუსი. 1965-1990 წლებში ქუმერთაუს რაიონის ცენტრი იყო.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს ბაშკირეთის სამხრეთ ნაწილში. ქალაქ უფიდან სამხრეთით 250 კმ-ში და ქალაქ სტერლითამაქიდან ასევე სამხრეთით 102 კილომეტრში. ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ბაშკირული სიტყვისაგან „күмертау“ და ნიშნავს „ნახშირის მთას“.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 61,1 %, ბაშკირები — 19 %, თათრები — 13 %, ჩუვაშები — 3,7 %, უკრაინელები — 2 %, სხვა — 2,2 %[1].