ქუიუჯუ მურად-ფაშა
ქუიუჯუ მურად-ფაშა (თურქ. Kuyucu Murat Paşa; დ. 1530 — გ. 5 აგვისტო, 1611, დიარბაქირი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი სულთან აჰმედ I-ის მმართველობის პერიოდში, 1606 წლის 11 დეკემბრიდან, 1611 წლის 5 აგვისტომდე.
ქუიუჯუ მურად-ფაშა | |
---|---|
Kuyucu Murat Paşa | |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 დეკემბერი, 1606 |
მმართ. დასასრული: | 5 აგვისტო, 1611 |
წინამორბედი: | დერვიშ მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ნასუჰ-ფაშა |
მონარქი: | აჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1530 |
გარდ. თარიღი: | 5 აგვისტო, 1611 |
გარდ. ადგილი: | დიარბაქირი, ოსმალეთის იმპერია |
შვილები: | ფატმა ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგი იყო ბოსნიელი ხორვატი. დაიბადა 1530 წელს. დიდ ვეზირად გახდომამდე იყო ეგვიპტის სანჯაყ-ბეი და იემენის ბეგლარბეგი. ასევე ტრიპოლისა და ქარამანის გუბერნატორი.
1606 წლის 11 დეკემბერს იგი აჰმედ I-მა დერვიშ მეჰმედ-ფაშას ნაცვლად იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნა. ამ დროს ის 76 წლის იყო.
მას მმართველობა მოუწია ოსმალეთის იმპერიის განვითარების პერიოდში. ის დიდი ნდობით სარგებლობდა სულთნის მხრიდან.
მურად-ფაშამ ააშენა კომპლექსი სტამბოლში. დღეს იგი ეკუთვნის სტამბოლის უნივერსიტეტს. მის ეზოში დღეს არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხოლო ბიბლიოთეკა კვლავ ჩვეულებრივად განაგრძობს ფუნქციონირებას. კომპლექსში შედის ქუიუჯუ მურად-ფაშას მავზოლეუმი, რომელშიც იგი დაკრძალეს გარდაცვალების შემდეგ, 1611 წელს.
ქუიუჯუ მურად-ფაშამ აწარმოა მოლაპარაკებები ავსტრიასთან, რის შემდეგაც დაიდო ჟიტვატოროკის ზავი. მურად-ფაშა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირის პოსტს გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა. ის გარდაიცვალა 1611 წლის 5 აგვისტოს 80 ან 81 წლის ასაკში, დიარბაქირში და როგორც უკვე ავღნიშნეთ, დაკრძალეს თავისსავე კომპლექსში. მის ნაცვლად კი დიდი ვეზირი ნასუჰ-ფაშა გახდა.
მურადს ჰყავდა ქალიშვილი, ფატმა, რომელიც გახდა სულთან აჰმედის მე-2 ცოლი. მან აჰმედს ოთხი ვაჟი გაუჩინა: შეჰზადე ჯიჰანგირი, შეჰზადე ჰასანი, შეჰზადე სელიმი და შეჰზადე ორჰანი, მაგრამ ოთხივე მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Danişmend, İsmail Hâmi (1971) Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul:Türkiye Yayınevi, s.29.
- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN:978-975-16-0010) say.363-365
- Griswold, William (çev. Ülkün Tansel) (2002) Anadolu'da Büyük İsyan - 1591-1611 İstanbul: Tarih Vakfı Yurt Yayınları; ISBN:9753331231
- Toksoy, Cemal "Murad Paşa (Kuyucu)" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.253-254 ISBN:975-08-0072-9