ქუთუზი
ალ-მუზაფარ საიფ ად-დინ ქუთუზი (არაბ. الملك المظفر سيف الدين قطز; გ. 24 ოქტომბერი, 1260) — ეგვიპტის მამლუქთა სულთანი. წარმოშობით იყო, სავარაუდოდ, დიდგვაროვან ყივჩაყთა ოჯახიდან. დაატყვევეს და ტყვედ გაყიდეს მონღოლებმა, სირიაში იყიდეს ეგვიპტელმა მონათმფლობელებმა და მამლუქ ემირა აიბექს მიჰყიდეს. 1250 წელს, როდესაც აიბექი სულთანი გახდა, ქუთუზი ვიცე-სულთნად დანიშნა. 1257 წელს აიბექის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ალ-მანსურ ალი, ქუთუზი ისევ ვიცე-სულთნად დარჩა. 1259 წლის ნოემბერში დაამხო სულთანი და ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო. მონღოლთა მიერ ერაყის დაპყრობისა და სირიაში შეჭის შემდეგ მან უარყო ჰულაგუ-ხანის მოთხოვნა ეგვიპტის კაპიტულაციის შესახებ. კავშირი შეკრა პალესტინის ჯვაროსნებთან და თავის მეტოქე ბეიბარსთან და 1260 წლის 3 სექტემბერს აინ-ჯალუტის ბრძოლაში დაამარცხა მონღოლები, რითაც შეაჩერა მათი წინსვლა ახლო აღმოსავლეთში, სირიაში ხელისუფლება მამლუქთა ხელში გადავიდა. ეგვიპტეში დაბრუნებისას ნადირობის დროს მოკლა ბეიბარსმა, რომელიც მამლუქ ემირებთან ერთად იყო ჩაბმული შეთქმულებაში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ КУТУЗ // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 474.