ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ეს სტატია ან სექცია იკითხება როგორც პრეს-რელიზი ან ზედმეტად სააგიტაციო ხასიათისაა. |
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა — თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) შეიქმნა 2009 წელს სამთავრობო დადგენილებით და მდებარეობს ქუთაისის ყოფილი საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე. საერთო ფართობია 27 ჰექტარი. შექმნის ინიციატორია ტერიტორიის მეპატრონე, შპს ”ჯორჯიან ინტერნეშნლ ჰოლდინგი”, რომელიც ამავდროულად არის თიზ-ის ადმინისტრატორიც. შექმნილია 100%-იანი კერძო კაპიტალით და მისი დამფუძნებლები საქართველოს მოქალაქე კერძო პირები არიან. კომპანია-ადმინისტრატორის მიზანია თავისუფალი მეწარმეობის პრინციპზე აგებული ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორთა ძალებით.
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფუნქციონირებს კომპანია FRESH - GEORGIA LTD.
საქმიანობის სახეა საყოფაცხოვრებლო გაზისა და ელექტრო ტექნიკის გამოშვება-რეალიზაცია. განხორციელებულმა ინვესტიციამ 2009 წელს შეადგინა 55 750 580 აშშ. დოლარი. სრული საწარმოო ციკლის შესაქმნელად კომპანია აპირებს დამატებით ინვესტირებას: 2010 წელს - 269 685 250 აშშ დოლარის ოდენობით. 2011 წელს - 126 541 250 აშშ დოლარის ოდენობით.
ინვესტიციის განხორციელების შედეგად: - დღეისათვის ფუნქციონირებს საყოფაცხოვრებო გაზისა და ელექტრო ტექნიკის საამწყობო საამქრო. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება საქართველოში. რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაა 107 ათასი ლარი. გადასატვირთად მზადაა პროდუქცია აზერბაიჯანისა და უკრაინისთვის.
ინვესტიციების სრული მოცულობით (451 977 080 აშშ. დოლარი) განხორციელების შემდეგ შეიქმნება წარმოების სრული ციკლი, რომელიც უზრუნველყოფს მაკომპლექტებელი დეტალების ადგილზე დამზადებას ადგილობრივი და იმპორტული ნედლეულის ბაზაზე. წარმოების მოსალოდნელი მოცულობაა 75-90 მლნ აშშ. დოლარი წლიურად.
ქუთაისი სიდიდით და სამრეწველო მნიშვნელობით საქართველოს მეორე ქალაქია. მისი მოსახლეობა ბოლო აღწერით 186 000 ათასი კაცია და საქართველოს მოსახლეობის თითქმის 4%-ს შეადგენს. მასში წარმოებული პროდუქცია იმერეთის რეგიონთან ერთად 1990 წლისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული შემოსავლის 14-15 %-ს შეადგენდა. ქუთაისში იწარმოებოდა საქართველოს სამრეწველო პროდუქციის 16%.
საბჭოთა პერიოდში რეგიონი გამოირჩეოდა საკავშირო დაქვემდებარების საწარმოთა სიმრავლით. რეგიონი გარკვეულწილად გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთა გარკვეული ნაწილი საექსპორტოა (მანგანუმი, ქვანახშირი, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები).
ამან განაპირობა რეგიონში მოპოვებული და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება 90-იანი წლების დასაწყისში რეგიონში 1000-ზე მეტი დასახელების სამრეწველო პროდუქცია იწარმოებოდა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი 30-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნებოდა.
იმერეთი მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით, რის გამოც მის ტერიტორიაზე 5 ჰეს-ია განთავსებული. წარმოების მოცულობაში მათი ხვედრითი წილი 13-18%-ის ფარგლებშია, ხოლო გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 2003 წელს 137,8 მლნ კვტ. საათი შეადგინა, რაც 44% ით აღემატება 2002წლის მაჩვენებელს.
იმერეთი შეიძლება ექსპორტზე ორიენტირებულ რეგიონად ჩაითვალოს. 2003 წელს ექსპორტზე 69,8 მლნ. ლარის, ხოლო 2004 წელს 94,4 მლნ ლარის პროდუქცია გადაიტვირტა, რაც მთლიანი გადატვირთული პროდუქციის 54%-ია.