ქოფრიულიუ ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშა
ქოფრიულიუ ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშა (თურქ. Amcazade Köprülü Hüseyin Paşa, ალბ. Hysein Pashë Kypriljoti; დ. 1644 — გ. 1702) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1697-1702 წლებში.[1]
ქოფრიულიუ ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშა | |
---|---|
Amcazade Köprülü Hüseyin Paşa | |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | სექტემბერი, 1697 |
მმართ. დასასრული: | სექტემბერი, 1702 |
წინამორბედი: | ელმას მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | დალთაბან მუსტაფა-ფაშა |
მონარქი: | მუსტაფა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1644 |
დაბ. ადგილი: | ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 1702 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | ქოფრიულიუები |
მამა: | ჰასან აღა ქოფრიულიუ |
რელიგია: | ისლამი |
ჰუსეინ-ფაშა დაიბადა 1644 წელს, ალბანეთში. იგი იყო ქოფრიულიუს ცნობილი გვარის წარმომადგენელი. ქოფრიულის გვარის წარმომადგენელს 6-ჯერ ეკავა დიდი ვეზირის პოსტი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში. ის, აგრეთვე, იყო ჰასან აღა ქოფრიულიუს ვაჟი და ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას ძმისშვილი.
აღმოჩნდა ოსმალეთის სამეფო კარზე. 1683 წელს მონაწილეობა მიიღო ჰაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელშიც ოსმალეთის არმია დამარცხდა. 1684 წელს დაინიშნა გალიპოლის მმართველად. აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო სლანკამენის ბრძოლაში. შემდგომში, მალევე დაწინაურდა და დანიშნეს ვეზირად, ხოლო 1697 წელს, ოსმალეთის სულთანმა მუსტაფა II-მ, დანიშნა დიდ ვეზირად, ელმას მეჰმედ-ფაშას ნაცვლად.
1699 წელს, ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშამ მონაწილეობა მიიღო ზენტას ბრძოლაში, რომელშიც ოსმალეთი სასტიკად დამარცხდა და სულთან მუსტაფა II იძულებული გახდა დაედო კარლოვიცის ზავი, რომლითად ოსმალეთმა დაკარგა უნგრეთი და იგი მიიღო ავსტრიამ.[2]
1702 წელს, ჰუსეინმა ავადმყოფობის გამო დიდი ვეზირის პოსტი დატოვა, ხოლო მისი ქონება სულთნის ხელში გადავიდა. მან კი სტამბოლში მშვიდად ცხოვრება დაიწყო. მაგრამ არ დასცალდა და ამა წლის ბოლოს გარდაიცვალა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ > Shaw, Stanford J. (1976), History of the Ottoman Empire and Modern Turkey Vol.1 Empire of the Gazis: The Rise and Decline of the Ottoman Empire, Cambridge:Cambridge University Press ISBN 0-521-29163-1 pp. 225–227
- ↑ "Amcazade Hüseyin Paşa" in Niyazi Aksit (1984)A'dan Z'ye Tarih Ansiklopedisi (A to Z History Encyclopedia), Istanbul:Serhat Yayinlari p.55(Turkish)