ქორწინებისა თავთათვის
ქორწინებისა თავთათვის — ძველი ქართული საქორწინო სამართლის ძეგლი, წარმოადგენს მანუილ ქსანთინოსის სახელმძღვანელოს ქართულენოვან თარგმანს, რომელიც შესრულებულია იოანე პაპუწისშვილი-ქსიფილინოსის მიერ 1785 წელს. „ქორწინებისა თავთათვის“ შეიცავს მათე ბლასტარის სინტაგმის 291-307 თავებს და ეხება ნათესაობის ხარისხის და საეკლესიო ქორწინებს პირობების განმსაზღვრელ წესებს. სინტაგმა საქართველოში მანადეც მოქმედებდა, მაგრამ დაკარგულიყო და ერეკლე II-მ და ანტონ I-მა საჭიროდ მიიჩნიეს მისი ხელახალი თარგმნა. ძეგლს თან ერთვის მანუილ ქსანთინოსის „მაგალითნი ქორწინებისანი“, რომელშიც წარმოდგენილია კანონიერი და უკანონო ქორწინების ნიმუშები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაქორწინებისას მოითხოვდა ნათესაობის ხარისხის მკაცრ დაცვას, უკანონო ქორწინებისას დამნაშავე ისჯებოდა საკანონოს დადებით, ზოგჯერ ეკლესიიდან განკვეთით და შეჩვენებითაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 551-552.
- დოლიძე, ი. „ქართული სამართლის ძეგლები“, ტ 2, თბილისი, 1965