მათე ბლასტარი
მათე ბლასტარი (Matthaeus Blastares) — ბიზანტიელი კანონისტი, მღვდელმონაზონი თესალონიკედან. რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიის მოწინააღმდეგე. გარდაიცვალა დაახ. 1360 წელს.
1335 წელს გამოსცა „წმინდა და საღვთო კანონში მოხსენიებული ყველა საგნის ანბანური კრებული“ (ანბანური სინტაგმა), რომელიც მალევე ითარგმნა სერბულ ენაზე და შევიდა სტეფან დუშანის „კანონებში“ (1349 წ.). XVII საუკუნეში ითარგმნა ეპიფანე სლავინეცკის მიერ საეკლესიო სლავურ ენაზე. ტექსტი საფუძვლად დაედო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ინიციატივით შედგენილ „ბერძულ სამართალს“. 1874 წელს ბერძნული ტექსტი სლავური თარგმანითურთ გამოსცა მიხეილ გორჩაკოვმა.
შრომები
რედაქტირება- Властарь Матфей. Письмо к принцу кипрскому Гю де Лузиньяну. Пер. арх. Арсения. М., 1891.
- Властарь Матфей. Алфавитная синтагма Матфея Властаря. М., 1892. Пер. Н.Ильинского. М., 1996.
ლიტერატურა
რედაქტირება- Горчаков М. К истории епитимийных номоканонов православной церкви. — СПб., 1874.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Матфей Властарь, Алфавитная Синтагма დაარქივებული 2018-06-01 საიტზე Wayback Machine. (Собрание по алфавитному порядку всех предметов, содержащихся в священных и божественных канонах, составленное и обработанное смиреннейшим иеромонахом Матфеем), Перевод с греческого свящ. Николая Ильинского
- Matthew Blastares, Catholic Encyclopedia