ქორეთის ღვთისმშობლის ეკლესია
ქორეთის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში, დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 150 მეტრზე, ბორცვზე.
ეკლესია (8,4 X 5,5 მ) გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც მისი დათარიღება ვერ ხერხდება. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი და ნახევარწრიული აფსიდის კვალი. დასავლეთ კედელში გაჭრილი ვიწრო, სწორკუთხა კარის წირთხლები ამოყვანილია შირიმის სუფთად გათლილი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 153.