ქორდის კოშკი
ქორდის კოშკი – კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდის განაპირას, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVIII საუკუნის შუა პერიოდით. კოშკი ცილინდრული და ორსართულიანია (დიამეტრი 8,4 მ). ნაგებია რიყის ქვით გამოყენებულია აგურიც. შენობა დაზიანებულია. პირველი სართული დამხმარეა, მეორე კი - საცხოვრებელი. შესასვლელი სწორედ, აქ არის, მეორე სართულზე, ჩრდილოეთის მხრიდან. იქვე, კარის არეში, იწყება კიბეები. ერთ მათგანს ჩადის პირველ სართულზე, მეორე კი ზემოთ მიემართება. კოშკის პირველ სართულს ნახევარსფერული გუმბათი ხურავს, მეორეს კი - რვაწახნაგა. თუ ქვედა სართულის კედლები სწორზედაპირიანია, მეორე სართული დეკორატიულადაა გადაწყვეტილი. მეორე სართულზე, კარის პირდაპირ, როგორც ეს მეტწილად გვხვდება, ბუხარია მოთავსებული; ამავე სართულზე, კედლებში განლაგებულია დიდი და პატარა ნიშები, მარტივი და რთული სათოფურები და სხვა. ფასადებიდან მორთულია შესასვლელის მხარე. კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი, გვერდებზე კი - ვერტიკალურად განლაგებული რომბები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.