ქოლაგირის მონასტერი
ქოლაგირის მონასტერი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. კახეთის მხარის სიღნაღის მუნიციპალიტეტში მღვიმის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, იმავე ბერების სერად წოდებული ქედის ბოლოში, 6 კილომეტრის მანძილზე, ივრის ჭალის ნაპირას მდებარეობს.
სახელწოდება
რედაქტირებარა ერქვა მონასტერს თავიდან, უცნობია. ერთგვარი გაურკვევლობაა მის ამჟამინდელ სახელთან დაკავშირებითაც. ანალოგიური ტოპონიმი ქვემო ქართლში, ბოლნისთან დასტურდება.
მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით, იგი აზერბაიჯანული ენიდან უნდა მოდიოდეს, სადაც კოლ-ეკალს, ხოლო გირ - შესვლას ნიშნავს. თუ გავითვალისწინებთ მონასტრის დაბლა, ივრის ჭალების ეკალნარსა და ძნელად გასავლელი მცენარეული საფარის არსებობას, მაშინ, შესაძლოა, სახელწოდება ქოლაგირი, მონასტრის ძნელად მისადგომობის აღმნიშვნელიც იყოს.
ისტორია
რედაქტირებაქოლაგირის მონასტერი შედგება ერთი სამდარბაზიანი ეკლესიისაგან, აქვე არის სატრაპეზოც და სხვა რამდენიმე ნაგებობა. ამათგან ეკლესია და სატრაპეზო მოხატულია, ვინაიდან კომპლექსი გამოკვეთილია შედარებით რბილთიხოვან კონგლომერატებში. მონასტერთან მთა ჩამოშლილია და ამიტომ დღემდე მხოლოდ ეკლესიის დასავლეთი ნაწილის ერთმა მესამედმა მოაღწია. განსაკუთრებით საინტერესოა ქოლაგირის ეკლესიის ჩრდილოეთი დარბაზი, რომელშიც შემორჩენილია ძალზე დაზიანებული უნიკალური კედლის მხატვრობა. მათ შორის ტაძრის ქტიტორთა თორმეტი გამოსახულება ასომთავრული წარწერებით.
აქ მოღვაწე ბერები სასმელად ივრის წყალს იყენებდნენ.
დღეს მონასტრის მხოლოდ დასავლეთი ნაწილიღაა შემორჩენილი და ახლაც იშლება. რამდენიმე ათწლეულში ქოლაგირის მონასტერი უბრალოდ გაქრება. ბოლო ექსპედიცია ქოლაგირის მონასტერში 1998 წელს მოეწყო. გასული 16 წლის მანძილზე, როგორც აღმოჩნდა მონასტერმა კიდევ უფრო მეტი ნგრევა განიცადა, რადგან ამ ექსპედიციის კვლევის ამსახველ ზ.სხირტლაძის ნაშრომში შესული ბევრი დეტალი დღეს აღარ იკითხება.
ერთ იარუსად განლაგებული მომცრო კომპლექსი ერთდროულადაა შექმნილი. იგი მოკლებული უნდა ყოფილიყო ზედმეტ თავდაცვით ნაგებობებს. არ გვხვდება არც სათავსები და სამეურნეო დანიშნულების გამოქვაბულები. კომპლექსში ოცამდე მოწესე თუ განთავსდებოდა.
ქოლაგირის მონასტერი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 239-240.
- რაქვიაშვილი ხ., ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები, თბ., 2015, გვ. 44
- სხირტლაძე ზ., ისტორიულ პირთა პორტრეტები გარეჯის მრავალმთის ქოლაგირის მონასტერში, თბ., 2000.