ქობთციხე, ქვაბციხეარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთთან ახლოს, მდინარე ხადისწყლის ხეობაში, ყველაზე ვიწრო ადგილას. განკუთვნილი იყო მთაში მიმავალი გზის დასაცავად. განეკუთვნება XVII საუკუნეს. ეს ორიგინალური სათავდაცვო ნაგებობა მაღალი, შვეული კლდის ძირზე მიშენებული, 7-8 მეტრი სიმაღლის კედელია, რომელსაც ბოლოები მომრგვალებული აქვს და სიმაგრედაა ქცეული. ციხის სიგრძეა 30 მეტრი, სიგანე კლდის ფორმიდან გამომდინარე იცვლება - ზოგან 1 მეტრია, ზოგან - 3 მეტრი. ციხე სამსართულიანია. პირველ სართულზე კედელი ყრუა. მეორე და მესამე სართულებზე ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია მოწყობილი. მესამე სართულზე სალოდეებიცაა.

ლიტერატურა

რედაქტირება