სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქნოღო (მრავალმნიშვნელოვანი).

ქნოღოს ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, მდინარე ჩაფარუხის წყლისა და გნუღის წყლის შესართავთან. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მდინარე ჩაფარუხის წყლისა და ქნოღოს წყლის შესართავთან აღმართული ციხე ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით - დუღაბზე. ქვის წყობა ქაოსურია.

ციხე კლდეზეა აშენებული და ყოველი მხრიდან თითქმის მიუდგომელია. მისი ღერძი ვითარდება სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. სამხრეთიდან ჩრდილოეთით წაგრძელებულია 50 მ-ის სიგრძეზე, ხოლო სიგანეზე 20-25 მ. ციხის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის არქიტრავული შესასვლელი. ციხეს განივი კედელი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს.

ციხეს ჩრდილოეთით ორი, დასავლეთით და აღმოსავლეთით სამ-სამი ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს. დასავლეთის კონტრფორსები ძლიერ დაზიანებულია. ციხის შიდა ტერიტორია დაფარულია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002