ქნარი — ერთ-ერთი უძველესი მრავალსიმიანი მუსიკალური საკრავი. არსებობს ქნარის ბევრი ნაირსახეობა: ბერძნული ლირა, ქართული ჩანგი და ებანი, თანამედროვე არფა. საკრავთა ამ ჯგუფის სამშობლოა წინა აზიის უძველესი ქვეყნები (ასურეთი, შუმერი), მაგრამ განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა ბერძნულმა ლირამ. ის გახდა ხელოვნების სიმბოლო, მისი სახელწოდებიდან მომდინარეობს ლიტერატურული ტერმინი ლირიკა. ქნარის ერთ-ერთი ნაირსახეობა გავრცელებუული იყო ძველ საქართველოში. სახელწოდება ხშირადაა ნახსენები ძველ ქართულ ორიგინალურ თუ ნათარგმნ ძეგლებში. თვით საკრავს ჩვენამდე არ მოუღწევია. სტეფანწმინდაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მამაკაცის პატარა ზომის ბრინჯაოს ქანდაკება ხუთსიმიანი ქნარით ხელში.

ლიტერატურა

რედაქტირება