ქლოროპლასტი
(გადამისამართდა გვერდიდან ქლოროპლასტები)
ქლოროპლასტები (ბერძ. chloros — მწვანე, plastos — გამოძერწილი) — მწვანე დისკოები, რომლებიც მხოლოდ მცენარის უჯრედებში მდებარეობენ. ისინი მცენარეს ანიჭებენ მწვანე ფერს და მათში მიმდინარეობს ფოტოსინთეზი. ქლოროპლასტი შეიცავს ქლოროფილს. ის ციტოპლაზმისგან ორი მემბრანითაა გამოყოფილი. მისი გარეთა მემბრანა გლუვია, შიგნითა კი — დანაოჭებული და გრანებს წარმოქმნის, ამიტომ ეს ორგანოიდი თავისი ორი მემბრანით ჰგავს მიტოქონდრიას[1].