ქიტრიდიომიცეტები
ქიტრიდიომიცეტები (ლათ. Chytridiales) — უმდაბლესი სოკოების რიგი. მიკროსკოპული, პრიმიტიული, უმეტესად ერთუჯრედიანი და ერთბირთვიანი სოკოებია. ტიპური მიცელიუმი არა აქვთ. უმეტესობა წყალში ცხოვრობს. საპროფიტები ან წყალმცენარეების, სხვა სოკოების პარაზიტებია. ქიტრიდიომიცეტების 500-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. ზოგიერთი სახეობა მცენარეთა დაავადებებს იწვევს. მაგალითად ოლპიდიუმი კომბოსტოს შავ ფეხს, სინქიტრიუმი კარტოფილის კიბოს.
ქიტრიდიომიცეტები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Chytridiales | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 537.