ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესია
ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში. თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის პირას. განეკუთვნება XIX საუკუნეს.
ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესია | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ქისტაური |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ალავერდის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
დეტალები
|
ეკლესია დარბაზულია (10,5 X 7,5 მ) უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი ორი აქვს , დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. დარბაზის გრძივ კედლებზე სამი წყვილი პილასტრია. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ეკლესიას დასავლეთის მხრიდან მოგვიანებით მიდგმული აქვს ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ზედა სართული ქვედაზე ვიწროა. სამრეკლოს ორივე სართული გახსნილია ნახევარწრიული თაღებით. პირველი სართული გადახურულია გაბრტყელებული კამარით, მეორე კი თუნუქის სახურავით.
2009 წლის 27 იანვრიდან ეკლესია მოქმედია. ამავე დღიდან, ეკლესიის მოძღვარია დეკანოზი გიორგი (პაპუნაშვილი).
წმინდა ნინოს ეკლესიას ქისტაურში „ნინოწმინდის“ სახელით მოიხსენიებენ. კომუნისტურ პერიოდში წისქვილად იყო გადაკეთებული. სწორედ ამ პერიოდში დაზიანდა გარე ფასადიც, რომელიც ბეტონით შეულესავთ. ბევრი არაფერია ცნობილი XIX საუკუნეში მისი მშენებლობის შესახებ. როგორც ირკვევა, ქისტაურის თავადების — ერისთავების საძვალე ეკლესია ყოფილა. უშალოდ ეკლესიაში დღესაც შემორჩენილია ერთი საფლავი, ქვაზე იკითხება წარწერები ქართულ და რუსულ ენებზე. ერისთავთა რამდენიმე საფლავია ეზოშიც, რომლებზეც აღმართულია სამახსოვრო ქვები, იკითხება განსვენებულთა ვინაობა და წლები.
2007-2008 წლებში, ადგილობრივი ბიზნესმენის შალვა ერისთავის ფინანსური მხარდაჭერით ეკლესიას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. აღმოსავლეთიდან სამრეკლოზე დაშენდა გუმბათი, სახურავი გადაიხურა კრამიტით, შეილესა შიდა ინტერიერი, ამოშენდა საკურთხეველი, გაფართოვდა ეზოც, რომლის დიდი ნაწილი ეკლესიას ირგვლივ არსებული საცხოვრებელი სახლების მფლობელებმა შესწირეს, შემოერტყა ქვით ნაგები გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.