ქილდა — ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის მხარე. ნასოფლარი მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, კუმურდოდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1688 მეტრზე. ნასოფლარად იქცა 1944 წელს, ქილდის მოსახლეობა გადასახლდა ახლოს მდებარე სოფელ ოკამში. ქილდის მეზობელი, უახლოესი სოფლებია: კუმურდო, თმოგვი, ნაქალაქევი.

ნასოფლარში შემორჩენილია X საუკუნის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები. აქვეა მეგალითური ციხის ნაშთები, მენჰირები, დარანთა სისტემა და შუასაუკუნოვანი ნასახლარები. სოფელში გასული საუკუნის 50-იან წლებამდე სახლობდნენ შემდეგი გვარები: ალელიშვილები, მაღრაძეები, გეგიძეები, ნადირაძეები, მაისურაძეები, ოქროაძეები, ხუციშვილები, მიქელაძეები, სამადაძეები, ხარშილაძეები, კუჭაიძეები, გოგოლაძეები და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ. 15., თბ., 2007., გვ. 129

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება