ქიარა სირაკუსა

(გადამისამართდა გვერდიდან ქიარა)

ქიარა, სრული სახელი ქიარა სირაკუსა (მალტ. Chiara Siracusa; დ. 25 სექტემბერი, 1976, სენგლეა, მალტა) — მალტელი მომღერალი, რომელმაც თავისი სამშობლო სამჯერ წარადგინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (1998, 2005 და 2009 წწ.).

ქიარა სირაკუსა
Chiara Siracusa

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც ქიარა
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1976 (1976-09-25) (48 წლის)
დაბ. ადგილი Senglea
წარმოშობა მალტის დროშა მალტა
ჟანრ(ებ)ი ბალადა, სოული
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1998 - დღემდე
ქიარა სირაკუსა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

1998 წელს ქიარამ გაიმარჯვა კონკურსში „Song for Europe“, რომელიც მალტაში ყოველწლიურად ტარდება. ევროვიზიაზე წარდგა სიმღერით „The One That I Love“, დააგროვა 165 ქულა და მე-3 ადგილზე გავიდა. მისი შედეგი გამარჯვებულის (დანა ინტერნეიშენელის) შედეგს 7 ქულით ჩამორჩებოდა.

2005 წელს ქიარამ კვლავ აიღო ოქროს ადგილი შიდა კონკურსში. ის კვლავ გაემგზავრა ევროვიზიაზე, რომელიც კიევში ჩატარდა. სიმღერით „Angel“, რომელმაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა, ქიარამ 192 ქულა დააგროვა და ამჯერად მე-2 ადგილი დაიკავა.

2009 წელს მომღერალმა კვლავ სცადა ბედი, გაიმარჯვა ეროვნულ ასპარეზზე და რუსეთში სიმღერით „What If We“ გაემგზავრა თავისი სამშობლოს წარსადგენად. ქიარა ფინალში გავიდა და 31 ქულა მიიღო. საბოლოოდ 25 შესაძლო ადგილიდან მან 22-ე დაიკავა.

ალბომები

რედაქტირება
  • Shades Of One (1998)
  • What You Want (2000)
  • Covering Diversions (2003)
  • Here I Am (2005)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება