ქიაზმოდონი (ლათ. Chiasmodon) — ღრმა წყლის თევზების გვარი ქორჭილანაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 10-15 სმ, ზოგჯერ 28 სმ-მდე. აქვთ ძალზე დიდი პირი, ყბებზე ბასრი ეშვისებრი კბილები. შეუძლიათ გადაყლაპონ მსხვერპლი, რომელიც ბევრად აღემატება მათ სიდიდით (კუჭი და მუცლის კედლები ამ დროს ძალზე იჭიმება). რამდენიმე სახეობა ფართოდაა გავრცელებული მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში 250-300 მ და მეტ სიღრმეზე. ყველაზე მეტად ცნობილია შავი ქიაზმოდონი (ლათ. Chiasmodon niger), რომელიც ატლანტის ოკეანეში ბინადრობს. შავი ქიაზმოდონი უნიკალური თევზია, მას შეუძლია საკუთარ სხეულთან შედარებით 6-12-ჯერ მეტი წონისა და 2-ჯერ მეტი სიგრძის თევზის ჩაყლაპვა.

ქიაზმოდონი
Chiasmodon niger
შავი ქიაზმოდონი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ოჯახი:  ქორჭილასებრნი
სახეობა:  ქიაზმოდონი
ლათინური სახელი
Chiasmodon

ქიაზმოდონი აერთიანებს 5 სახეობას:[1][2]

ლიტერატურა

რედაქტირება