ქვიშხეთის პირველი ნაეკლესიარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ქვიშხეთის პირველი ნაეკლესიარი, წმინდა მარინეს ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის სამხრეთ-დასავლეთით, ლაცაბიძეების უბანში, სასაფლაოზე. დანგრეულია, შემორჩენილია დასავლეთი კედლის კონტური, ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების მცირე ნაწილები და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხე 0,3 მეტრის სიმაღლეზე. დარბაზული ეკლესია ნაგები იყო ნატეხი ქვიშაქვით. ამჟამად მის ადგილზე პემზაბეტონის ბლოკებით ნაშენი ეკლესია დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 452.