ქვიშის კარიერის გენერლები
ქვიშის კარიერის გენერლები (ინგლ. The Sandpit Generals, გაქირავებაში აგრეთვე The Defiant, The Wild Pack) — ამერიკელი რეჟისორის ჰოლ ბარტლეტის 1971 წლის დრამატული ფილმი, რომელიც გადაღებულია ჟორჟი ამადუს რომანის „ქვიშის კაპიტნების“ მიხედვით. 1970-იან წლებში აშშ-ში ფილმმა შეზღუდული გაქირავება მიიღო და არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით სოციალისტური თემატიკის გამო. სსრკ-ში ფილმი უჩვენეს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე. ფართო გაქირავებაში ფილმი გამოვიდა 1974 წელს. სსრკ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფილმისთვის დაწერილი მუსიკა, მათ შორის დორივალ კაიმის სიმღერა „Suíte do Pescador“. ფილმში გაშუქებულია ათასობით მიტოვებული ბავშვის ისტორია სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიაში ისინი ნაგავსაყრელებზე ცხოვრობენ, ძირითადად წვრილმანი ქურდობით ირჩენენ თავს, მათი სახლი — ქუჩაა, ისინი ამ ცხოვრებაზე გაბოროტებული მარტოხელა ბავშვები არიან.
„ქვიშის კარიერის გენერლები“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
რეჟისორი | ჰოლ ბარტლეტი |
პროდიუსერი | ჰოლ ბარტლეტი |
სცენარის ავტორი | ჰოლ ბარტლეტი |
როლებში |
კენტ ლეინი ტიშა სტერლინგი ჯონ რუბინშტეინი ბაჩ პატრიკი მარკ დე ბრაისი დორივალ კაიმი ალეხანდრო რეი |
კომპოზიტორი | ლუის ოლივეირა |
ოპერატორი | რიკარდო არონოვიჩი |
გამოსვლის თარიღი | ივლისი 1971 |
ხანგრძლივობა | 102 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |