ტიშა სტერლინგი
პატრისია ენ „ტიშა“ სტერლინგი (ინგლ. Tisha Sterling; დ. 10 დეკემბერი, 1944) — ამერიკელი ტელევიზიისა და კინოს მსახიობი. ამერიკელი მსახიობის რობერტ სტერლინგისა და მსახიობისა და მომღერლის ენ სოთერნის შვილი. დაიბადა ლოს-ანჯელესში. კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო და გამოჩნდა „ენ სოთერნის შოუში“, რომელშიც მთავარ როლს დედამისი ენ სოთერნი ასრულებდა. მოგვიანებით გამოჩნდა ტელესერიალებში: „დონა რიდის შოუ“, „გრძელი, ცხელი ზაფხული“, „ბეტმენი“, „თამაშის სახელი“, „ჰავაი ხუთი-ო“, „ახალი პერი მეისონი“. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „გიგანტების სოფელი“ (1965), „კუგანის ბლეფი“ (1968), „ნორვუდი“ (1970), „ქვიშის კარიერის გენერლები“ (1971), „აგვისტოს ვეშაპები“ (1987) და სხვა. მისი უკანასკნელი კინორილია ბეატრის კიდსლერის როლი ფილმში „საუზმე ჩემპიონებისათვის“, სადაც მთავარი როლი ბრიუს უილისმა შეასრულა. ცხოვრობს აიდაჰოს შტატის ქალაქ კეტჩუმში.
ტიშა სტერლინგი | |
---|---|
დაბადების სახელი | პატრისია ენ სტერლინგი |
დაბადების თარიღი |
10 დეკემბერი, 1944 ლოს-ანჯელესი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1960-1999 წწ. |
მეუღლე(ები) | ლალ ბაუმი (1965-1970) |
შვილ(ებ)ი | ჰაიდი ბეიტს ჰოგანი |
მშობლები |
მამა: რობერტ სტერლინგი დედა: ენ სოთერნი |